ეთერ სახვაძე (დ. 10 აგვისტო, 1923, თბილისი — გ. 19 თებერვალი, 1988) — ქართველი პოეტი, ფილოლოგი.

ეთერ სახვაძე
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1923
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 19 თებერვალი, 1988 (64 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
საქმიანობა პოეტი, ჟურნალისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეთერ სახვაძე დაიბადა 1923 წლის 10 აგვისტოს, თბილისში. 1941 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა დაიწყო დუშეთის რაიონის სოფლებში, სამოღვაწეო ასპარეზად ჟურნალისტიკა აირჩია. მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ლიტმუშაკად და „ლიტერატურული საქართველოს“ პოეზიის განყოფილების გამგედ. პირველი ლექსები 1961 წელს, „ჟურნალ ცისკარში“ გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი 1966 წელს. გამოცემულია კიდევ ოთხი კრებული: „ლექსები“ (1971), „ცის სიახლოვე“ (1971), „ეს დღე“ (1986), „ბოლო სადგური“ (1995). მისი პოეტური სტილი გამოხატვის სითამამით და ღრმა წვდომით გამოირჩევა.

ეთერ სახვაძე გარდაიცვალა 1988 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქართული მწერლობა“ — გამომცემლობა „დილა“, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება