ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეთელდრედ ანნა მარია ბენეტი (დ. 22 ივლისი, 1776 ― დ. 11 იანვარი, 1845) ― ინგლისელი გეოლოგი. ხშირად მოიხსენიება პირველ ქალ გეოლოგად. ცხოვრების დიდი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში ნამარხი ნაშთების შეგროვებასა და შესწავლას მიუძღვნა. მუშაობდა წამყვან გეოლოგებთან ერთად. ნამარხი ნაშთების მისეული კოლექცია იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია იყო და გეოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი ითამაშა.

ეთელდრედ ბენეტი

ეთელდრედ ბენეტის სილუეტი
მშობლიური სახელი Etheldred Benett
დაბადების თარიღი 22 ივლისი 1776
ტისბიური, უილტშირი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 1845
ნორტონ-ჰაუზი, ნორტონ-ბავანტი
მოქალაქეობა ინგლისელი
საქმიანობა ნამარხი ნაშთების კოლექციონერი, გეოლოგი

ადრეული წლები

რედაქტირება

ეთელდრედ ანნა მარია ბენეტი 1776 (ან 1775)[1] [2][3][4][5] წლის 22 ივლისს შეძლებულ ოჯახში დაიბადა. იგი თომას ბენეტისა (1729-1797) და ქეთრინ დარელის (გარდაიცვალა 1790 წელს) მეორე ქალიშვილი იყო.[6] დედის მხრიდან დიდი ბაბუა უილიამ უეიკი კენტერბერის არქიეპისკოპოსი იყო. უფროსი ძმა, ჯონ ბენეტი უილტშირის, მოგვიანებით კი სამხრეთ უილტშირის პარლამენტის (1819-1852) წევრი იყო. მისი ქალიშვილი ლორდ ჩარლზ სპენსერ-ჩერჩილზე იყო დაქორწინებული.[7][8]

1802 წლიდან ეთელდრედ ბენეტი უილტსირში, უორმინსტერის მახლობლად, ნორტონ-ბავანტში, ნორტონ-ჰაუზში ცხოვრობდა დასთან, ანნა მარიასთან ერთად.[9] გეოლოგიაში ბენეტის ღვაწლის გარდა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მათ შორის, პორტრეტიც არ არსებობს და მხოლოდ სილუეტია შემორჩენილი, რომელიც ჰ. ბ. ვუდუორდის „გეოლოგიის ისტორიაში“ (1911) გამოქვეყნდა.

ნამარხი ნაშთების კოლექცია

რედაქტირება

სულ ცოტა 1809 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეთერლდრედ ბენეტმა ცხოვრება ნამარხი ნაშთების შეგროვებასა და შესწავლას მიუძღვნა. სტრატიგრაფიის ცოდნა კვლევაში ეხმარებოდა, ხოლო სიმდიდრე შემგროვებელთა დაქირავებისა და მომზადებული ნიმუშების შეძენის შესაძლებლობას აძლევდა.

გეოლოგიაში ბენეტის ინტერესის გაღრმავებას ბოტნაიკოსმა ეილმერ ბურკ ლამბერტმა შეუწყო ხელი. ლამბერტი ნამარხი ნაშთების ენთუზიასტი კოლექციონერი, ლონდონის სამეფო საზოგადოების ლინეანური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი და გეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი პირველი წევრი იყო.

ბენეტი ცარცული სისტემის სპეციალისტი იყო. მისი კოლექცია იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი და მრავალფეროვანი იყო. კოლექცია 1 500-ზე მეტ ნიმუშს მოიცავდა. კოლექციის ზოგიერთი ნიმუში პირველმა ბენეტმა აღწერა და დაასურათა, ნაწილი კი ძალიან იშვიათი იყო ან უშვეულოდ კარგად იყო შენახული.[3]

ბენეტს ნამარხი ნაშთების ბევრ ავტორთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის სოვერბის ოჯახთანაც. ბენეტის 41 ნიმუში სოვერბის Mineral Conchology-ის შემადგენლობაში შევიდა და სიდიდით მეორე კოლექცია იყო ამ ნაშრომში.[3] მისი კოლექციის ნახვისა და იმ ვარაუდის შემდეგ, რომ ბენეტი მამაკაცი იყო, ნიკოლოზ I-მა მას სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის დოქტორის წოდება მიანიჭა. ამ დროისთვის ქალებს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში არ უშვებდნენ. იმის გამო, რომ ქალი იყო, ბენეტს გეოლოგიურ საზოგადოებაშიც არ იღებდნენ.[10]

ეთელდრედ ბენეტის გარდაცვალების შემდეგ ნამარხი ნაშთების კოლექცია ნიუარკელმა ექიმმა თომას უილსონმა შეიძინა, რომელმაც შემდეგში კოლექცია ფილადელფიის ბუნებისმეტყველების აკადემიას გადასცა.

ბენეტის ნამარხი ნაშთების კოლექცია ფილადელფიის ბუნებისმეტყველების აკადემიაში ინახება. ნიმუშების ნაწილი ბრიტანულ მუზეუმებშია, მეტწილად, ქალაქ ლიდსის მუზეუმში და ნაწილი, სანქტ-პეტერბურგში. კოლექციის განსაკუთრებული ნაწილია მიკრო ნამარხი ნაშთები. ბენეტი ერთ-ერთი პირველი გეოლოგი იყო, რომელმაც ამ ტიპის ნიმუშები შეაგროვა.

აღიარება

რედაქტირება

მისი უჩვეულო სახელის გამო, რომელიც 1 ასოთი განსხვავდებოდა მამაკაცი სახელისგან, ეთელრედი, ბევრს იგი მამაკაცი ეგონა.[11] მსგავსი შეცდომა მოხდა 1836 წელს, როდესაც მოსკოვის ბუნების ისტორიის საიმპერიო საზოგადოებამ მასტერ ეთელდრედუს ბენეტის სახელით წევრად მიიღო.[11] მას, როგორც მამაკაცს სამოქალაქო სამართლის დოქტორის წოდება მიანიჭა ნიკოლოზ I-მაც. წოდებას სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი მხოლოდ მამაკაცებს გადასცემდა და იმ დროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალები ჯერ კიდევ არ დაიშვებოდნენ.[12] გერმანელი გეოლოგები მისი ნაშრომები დამოწმებისას მას მოიხსენიებდნენ „მის ბენეტის“ სახელით.[13]

ეთელდრედ ბენეტის დროს ბევრი ფენომენი რელიგიით აიხსნებოდა, მათ შორის ნამარხი ნაშთების არსებობაც. ბევრი ფიქრობდა, რომ ნამარხი ნაშთები რელიგიასთან დაკავშირებული დიდი კატასტროფების შედეგი იყო, გენეზისის წყალდიდობის მსგავსად. ამასთან, ზოგი ცნობილი მეცნიერი სამღვდელოებასაც წარმოადგენდა.[10]

ბენეტის ნაშრომები მის დროშივე აღიარეს და დააფასეს. მანტელმა მას „ქალბატონი დიდი ტალანტითა და დაუღალავი კვლევით“ უწოდა,[3]

2005 წლის ნოემბერში ბენეტის სილუეტი ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების კონფერენციის „ქალთა როლი გეოლოგიის ისტორიაში“ ემბლემად შეარჩიეს.[14]

წვლილი გეოლოგიასა და პალეონტოლოგიაში

რედაქტირება

ბენეტი თანამშრომლობდა ისეთ გეოლოგებთან, როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბელას გრინაფი (გეოლოგიური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი), გიდეონ მანტელი, უილიამ ბაქლენდი და სემიუელ ვუდვარდი. მანტელთან არაერთი ნამარხი ნაშთის გაცვლის შემდეგ გეოლოგებმა ქვედა ზანის ცარცული პერიოდის სამხრეთ ინგლისის დანალექი ქანების შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთეს.[3]

1825 წელს ლიმერიკის საგრაფოში 1813 წლის სექტემბერში ჩამოვარდნილი მეტეორიტის, რომელიც ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების არქივშია შენახული, ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოფინა რევერენდ ჯონ გრიფითსმა. ფართო კოლექციის გამო ბენეტმა 1831 წელს პირადად დაბეჭდა მონოგრაფია, რომელშიც მოლუსკებისა და ღრუბლების ბევრი ნახატი და ესკიზი შეიტანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Spamer, Earle E.; Bogan, Arthur E.; Torrens, Hugh S. (1989). „Recovery of the Etheldred Benett Collection of fossils mostly from Jurassic-Cretaceous strata of Wiltshire, England, analysis of the taxonomic nomenclature of Benett (1831), and notes and figures of type specimens contained in the collection“. 141. pp. 115–180.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Torrens, H. S. (May 2009). „Benett, Etheldred (1775–1845)“. Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/46424.
  2. Torrens, Hugh S.; Benamy, Elana; Daeschler, Edward B.; Spamer, Earle E.; Bogan, Arthur E. (2000). „Etheldred Benett of Wiltshire, England, the first lady geologist: her fossil collection in the Academy of Natural Sciences of Philadelphia, and the rediscovery of "lost" specimens of Jurassic Trigoniidae (Mollusca: Bivalvia) with their soft anatomy preserved“. Proceedings of the Academy of Natural Sciences of Philadelphia. 150: 59–123.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Cleevely, R. J. (2004). „Miss Etheldred Benett (1775-1845): A Preliminary Note on her Correspondence“. Wiltshire Archaeological and Natural History Magazine. 97: 25–34.
  4. Woodward, Horace B. (1908) The History of the Geological Society of London. London: Longmans, Green, and Co., გვ. 118–119. 
  5. Nash, Sarah E. (1990). „The collections and life history of Etheldred Benett (1776-1845)“. Wiltshire Archaeological and Natural History Magazine. 83: 163–169.
  6. „Died“. Morning post. 15 January 1845. p. 8.
  7. „Death of the Duke of Marlborough“. Lincolnshire Chronicle. 13 March 1840. p. 4.
  8. „Married“. St.James's Chronicle. 30 August 1827. p. 1.
  9. Morgan, Nina (2020). „Etheldred at home“. Geoscientist. 30 (8): 28. doi:10.1144/geosci2020-107.
  10. 10.0 10.1 Ocampo, Sean (2015). „Etheldred Benett“ (PDF). Journal of the Bath Geological Society (34).
  11. 11.0 11.1 Etheldred Benett (1775-1845). ციტირების თარიღი: 2020-10-02
  12. SARAH. The road to Fellowship – the history of women and the Geological Society (2016-03-08). ციტირების თარიღი: 2 November 2016
  13. Rocky Road: Etheldred Benett. ციტირების თარიღი: 2020-10-02
  14. Laming, S.; Laming, D. (2007-01-01). „Etheldred Benett (1776–1845): the first woman geologist?“. Geological Society, London, Special Publications (ინგლისური). 281 (1): 247–249. doi:10.1144/SP281.14. ISSN 0305-8719.