ეზრა (X საუკუნე)

(გადამისამართდა გვერდიდან ეზრა (X ს.))
ტერმინს „ეზრა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ეზრა.

ეზრა — X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. მიქაელ მოდრეკელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში დაცულია ექვთიმე პალესტინელის სადიდებლად შეთხზული მისი საგალობელი, რომლის კიდურწერილობა ასე იკითხება: „ეზრა. ქრისტე, ადიდე საურმაგ და ძეჲ მისი მირვან, ამენ“. კორნელი კეკელიძის აზრით, შესაძლებელია, იგი იყოს გრიგოლ ხანძთელის „ცხოვრებაში“ მოხსენიებული „ეზრა, ღირსი ანჩელი მამამთავარი, ეპისკოპოსი, დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მცხეთური ხელნაწერი : (მეფეთა I, II, III, IV, ნეშტთა I, II, ეზრას I, II, III წიგნები) / საქ. სსრ მეცნ. აკად., საქ. ისტორიის წყაროების კომისია ; გამოსაც. მოამზადა ელ. დოჩანაშვილმა - თბ. : მეცნიერება, 1982.
  • ქურციკიძე, ციალა:ძველი აღთქმის აპოკრიფული (არაკანონიკური) წიგნების ქართული ვერსიები / კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტი - თბ. წიგნი 2 : [X-XVIII ს.ს. ძველი აღთქმის ექვსი აპოკრიფული (არაკანონიკური წიგნი: "წიგნი ეზრა ზორაბაბელისი" (I ეზრა), "ტობისი", "სიბრძნე სოლომონისი", "ბარუქი", ეპისტოლე იერემიასი", "წიგნი ეზრა სუთიელი" (III ეზრა)] - : მეცნიერება, 1973.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება