ეზრა მილერი
ეზრა მეთიუ მილერი (ინგლ. Ezra Matthew Miller; დ. 30 სექტემბერი, 1992, უიკოფი, ნიუ-ჯერსი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი და ვოკალისტი. მილერის სამსახიობო დებიუტი იყო ფილმში „სკოლის შემდეგ“ (2008). იგი თამაშობს კევინის როლს ლინ რემზის ფილმში, სახელწოდებით „კევინზე უნდა ვილაპარაკოთ (2011). ემა უოტსონთან და ლოგან ლერმანთან ერთად მონაწილეობს სტივენ ჩბოსკის ფილმში „მარტოსულობის უპირატესობანი“ (2012).
ეზრა მილერი | |
---|---|
მილერი 2016 წელს | |
დაბადების სახელი | ეზრა მეთიუ მილერი |
დაბადების თარიღი |
30 სექტემბერი, 1992 უიკოფი, ნიუ-ჯერზი, ამერიკის შეერთებული შტატები |
საქმიანობა | მსახიობი, ვოკალისტი, მუსიკოსი |
აქტიური | 2007-დღემდე |
მილერი თამაშობს კრედენს ბეარბოუნის როლს ფილმებში: „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ (2016) და „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“ (2018).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაეზრა მეთიუ მილერი 1992 წლის 30 სექტემბერს უიკოფში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მას ორი და ჰყავს - საია და კეიტლინი. [1] დედამისი, მარტა მილერი, მოცეკვავეა.
ექვსი წლის ასაკიდან მეცადინეობდა ოპერის სიმღერაში. მილერს უმღერია მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში. იგი სწავლობდა ჰადსონის სკოლაში, სადაც 16 წლის ასაკში შეწყვიტა სწავლა.
კარიერა
რედაქტირებამილერის სამსახიობო კარიერა 2008 წელს დაიწყო ფილმით „სკოლის შემდეგ“ (რეჟ. ანტონიო კამპოსი). 2009 წელს იგი ჩნდება რეიმონდ დე ფელიტას ფილმში, სახელწოდებით „სითი აილენდი“, სადაც ასევე ენდი გარსია, ჯულიანა მარგულისი და სტივენ სტრეიტი მონაწილეობენ.
2009 წელს, მან (ვოკალი, დრამი), ლილა ლარსონმა (ვოკალი, გიტარა, ბასი და დრამი) და ჯოშ აუბინმა (ბასი, კლავიში, გიტარა, ვოკალი), მუსიკალური ბენდი დააარსეს, სახელწოდებით Sons of an Illustrious Father. მათ სამი ალბომი აქვთ გამოშვებული.[2][3]
2010 წელს მილერმა შეასრულა მთავარი როლი ბრაიან გულობოვის ფილმში, „ერიდეთ შეშლილს“. მილერი 2010 წლის ფილმში, სახელწოდებით „ყოველი დღე“ (რეჟ. რიჩარდ ლევინი), მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.
2011 წელს გამოვიდა ლინ რემზის ფილმი სახელწოდებით „კევინზე უნდა ვილაპარაკოთ“, რომელიც ამერიკელი მწერლის, ლაიონელ შრაივერის 2003 წლის იმავე სახელწოდების მქონე რომანის ადაპტაციაა. ფილმში ეზრა მილერი მთავარ როლს ასრულებს. მასში ასევე მონაწილეობენ ტილდა სუინტონი და ჯონ კრისტოფერ რაილი.
2012 წლის ფილმში, „მარტოსულობის უპირატესობანი“, მილერი პატრიკის როლს ასრულებს. მასთან ერთად ფილმში ლოგან ლერმანი და ემა უოტსონი თამაშობენ. ფილმი სტივენ ჩბოსკის იმავე სახელწოდების მქონე 1999 წლის რომანის ადაპტაციაა. [4] ეზრა მილერი Vanity Fair-თან ინტერვიუში პატრიკის პერსონაჟზე საუბრობს: „...ვფიქრობ, რომ ის [პატრიკი] ძალიან მომხიბვლელი, კომუნიკაბელური, ექსტრავერტი ბავშვია, სავსე საუცხოო სიამაყის გრძნობით. ისეთი ამაყია იმით, ვინც არის და იმით, ვინც ხდება! თავის თავში საოცარ სინათლეს ატარებს, როცა იუმორს იყენებს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ის საოცარი, კეთილგანწყობილი პერსონაჟია“.[5]
მილერი კრედენს ბეარბოუნსს თამაშობს 2016 წლის ფილმში „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“, რომელიც ჰარი პოტერის ფილმების მიხედვით შექმნილი ნამუშევარია. იგი ასევე მონაწილეობს 2018 წელს გამოსულ ფილმში „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2012 წელს ეზრა მილერმა განაცხადა, რომ იგი ქუეერია. [6]
2010 წელს, ფილმის, სახელწოდებით „ერიდეთ შეშლილს“ გადაღებებისას, რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ამერიკელ მსახიობთან და ვოკალისტთან, ზოი კრავიცთან.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2008 | ფ | „სკოლის შემდეგ“ | Afterschool | რობერტი |
2009 | ფ | „სითი აილენდი“ | ვინსენტ „ვინი“ რიზო უმცროსი | რეჟისორი, სცენარისტი |
2010 | ფ | „ერიდეთ შეშლილს“ | Beware the Gonzo | ედი „შეშლილი“ გილმენი |
2010 | ფ | „ყოველი დღე“ | Every Day | ჯონა |
2010 | ფ | „კიდევ ერთი ბედნიერი დღე“ | Another Happy Day | ელიოტ ჰელმენი |
2011 | ფ | კევინზე უნდა ვილაპარაკოთ | We Need to Talk About Kevin | კევინ ხაჩატურიანი |
2012 | ფ | „მარტოსულობის უპირატესობანი“ | The Perks of Being a Wallflower | პატრიკი |
2014 | ფ | „მადამ ბოვარი“ | Madam Bovary | ლეონ დუპუი |
2015 | ფ | „წარუმატებელი“ | Trainwreck | დონალდი |
2016 | ფ | „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ | Batman V Superman: Dawn of Justice | ბერი ალენი/ფლეში |
2016 | ფ | „თვითმკვლელთა რაზმი“ | Suicide Squad | ბერი ალენი/ფლეში |
2016 | ფ | „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ | Fantastic Beasts and Where to Find Them | კრედენს ბეარბოუნი |
2017 | ფ | „სამართლიანობის ლიგა“ | Justice League | ბერი ალენი/ფლეში |
2018 | ფ | „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“ | Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald | კრედენს ბეარბოუნი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.interviewmagazine.com/film/ezra-miller/
- ↑ http://azdailysun.com/flaglive/cover_story/fearless-genre-queer-brooklyn-based-trio-sons-of-an-illustrious/article_2aa7e0b5-6c8f-5178-8dfc-25a7643622be.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-23. ციტირების თარიღი: 2020-12-28.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-20. ციტირების თარიღი: 2020-12-28.
- ↑ https://www.vanityfair.com/hollywood/2012/01/Ezra-Miller-on-iWe-Need-to-Talk-About-Kevini-Playing-Tormented-Teens-and-Scaring-His-Own-Friends
- ↑ https://www.pinknews.co.uk/2018/11/16/ezra-miller-polyamorous-sexual-partners/