ლოგან უეიდ ლერმანი (ინგლ. Logan Wade Lerman; დ. 19 იანვარი, 1992) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა სათავგადასავლო-ფენტეზის ჟანრის ფილმ „პერსი ჯექსონში“ შესრულებული როლით.

ლოგან ლერმანი

ლოგან ლერმანი 2014 წელს ფილმ Fury-ის მსოფლიო პრემიერაზე
დაბადების თარიღი 19 იანვარი, 1992
ბევერლი-ჰილზი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2000–დღემდე
მშობლები მამა: ლარი ლერმანი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლოგანი დაიბადა ბევერლი-ჰილზში, კალიფორნიაში. დედამისი ლიზა ნი გოლდმანი მუშაობს მის მენეჯერად. მამამისი ლარი ლერმანი არის ბიზნესმენი და ტექნიკოს-ორთოპედი. მას ჰყავს უფროსი და-ძმა ლინდსი და ლუკასი.

ლოაგანი არის ებრაელი. მისი ბებია-პაპები ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან წარმოშობით. ლოგანის პაპა, მამის მხრიდან, მაქს ლერმანი დაიბადა ბერლინში, გერმანიაში, 1927 წელს, პოლონურ ებრაულ ოჯახში; 1930 წელს მათ დატოვეს გერმანია ნაცისტური რეჟიმის გამო და დასახლდნენ შანხაიში, ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. ლოგანის ბებია, მამის მხრიდან, მინა დაიბადა მეხიკოში, რუსი ებრაელების ოჯახში. ლოგანის ბებია, დედის მხრიდან, იყო პოლონელი ებრაელი ემიგრანტი და პაპა, დედის მხრიდან, დაიბადა ლოს-ანჯელესში ისიც ებრაელთა ემიგრანტ ოჯახში. დედის მხრიდან ის არის ნათესავი მომღერალი ტყუპი ძმების Evan და Jaron Lowenstein-ების.

ლოგანი თავს „შავ ცხვარს“ უწოდებს, რადგან მის ოჯახში ყველა ექიმია, ის კი მსახიობი. მისი ოჯახი ფლობს ორთოპედიის და პროთეზირების კომპანიას „Lerman & Son“, რომელიც დააარსა მისმა დიდმა პაპამ, იაკობ ლერმანმა, 1915 წელს.

1990-იან წლებში ის გამოჩნდა სარეკლამო რგოლებში, მანამ სანამ სერიალი „ჯეკი და ბობი“ დაიწყებოდა. ასევე ის მონაწილეობდა „პეპლის ეფექტში“ 2004 წელს და „ბუს ძახილში“ 2006 წელს. ლოგანმა შემდგომი აღიარება მოიპოვა ვესტერნის ჟანრის ფილმით „სამ საათსა და ათ წუთზე იუმასკენ“, თრილერით „ნომერი 23“, კომედიით „ბილის გაცნობა“, 2009 წელს ფილმებით „მოთამაშე “ და „ჩემი ერთადერთი“. 2011 წელს მან დარტანიანის როლი შეასრულა ფილმში „სამი მუშკეტერი“, სადაც ასევე მონაწილეობდნენ მილა ივანოვიჩი და ორლანდო ბლუმი. 2012 წელს ჩარლის როლი შეასრულა დრამაში „მარტოობის უპირატესობანი“, სადაც პარტნიორობას უწევდა ფილმ ჰარი პოტერის ვარსკვლავი ემა უოტსონი.

ფილმოგრაფია  რედაქტირება

წელი სათაური როლი შენიშვნები და ჯილდოები
2000 პატრიოტი (The Patriot) უილიამ მარტინი ნომინაცია _  Young Artist Award-ზე საუკეთესო ანსამბლის მხატვრული ფილმი
2000 რა სურთ ქალებს (What Women Want) ახალგაზრდა ნიკ მარშალი
2001 Riding in Cars with Boys ჯეისონი ( 8 წლის)
2003 The Flannerys სატელევიზიო ფილმი
2003 10-8: Officers on Duty ბობი ჯასტო სატელევიზიო სერიალი ( ეპიზოდი: "ბალადები")
2003 დახატული სახლი (A Painted House) ლუკ ჩენდლერი სატელევიზიო სერიალი
2004-2005 ჯეკი და ბობი (Jack & Bobby) ბობი მაკკალისტერი სატელევიზიო სერიალი (22 ეპიზოდი)
2004 პეპლის ეფექტი (The Butterfly Effect) ევან ტრიბონი ( 8 წლის)
2006 ბუს ძახილი ( Hoot ) როი ებერჰარდტი Young Artist Award-ის ჯილდო საუკეთესო წამყვანი ახალგაზრდა მსახიობი.
2007 ნომერი 23 ( The Number 23 ) რობინ სპაროუი
2007 3:10 to Yuma უილიამ ევანზი ნომინაცია  Screen Actors Guild Award-ზე (კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება)
2008 Meet Bill ბავშვი
2009 ჩემი ერთადერთი ( My One and Only ) ჯორჯ დევეროუქსი (15 წლის)
2009 მოთამაშე ( Gamer ) სიმონ სილვერტონი
2010 პერსი ჯექსონი და ოლიმპოს მთა: ელვის გამტაცებელი (Percy Jackson & the Olympians: The Lightning Thief ) პერსი ჯექსონი ნომინაცია – MTV Movie Award-ზე საუკეთესო გასღვევა პერფორმანსით

ნომინაცია_– MTV Movie Award-ზე საუკეთესო შებრძოლება (გაუზიარეს  Jake Abel-ს)

ნომინაცია_ Saturn Award-ზე ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცის საუკეთესო შესრულება

ნომინაცია_ Teen Choice Award-ზე არჩევანი ფილმზე შებრძოლებისთვი(გაუზიარეს  Jake Abel-ს)

ნომინაცია_ Teen Choice Award-ზე არჩევანი ფილმზე საუკეთესო ბრექაუთ მამაკაცი

2011 სამი მუშკეტერი დარტანიანი ნომინაცია_  Teen Choice Award-ზე
2012 მარტოობის უპირატესობანი ( The Perks of Being a Wallflower ) ჩარლი ( Charlie Kelmeckies) ნომინაცია_ Broadcast Film Critics Association Award-ზე საუკეთესო პერფორმანსი

ნომინაცია_MTV Movie Award-ზე საუკეთესო კოცნა (გაუზიარეს ემა უოტსონს)

ნომინაცია_MTV Movie Award-ზე საუკეთესო მუსიკალური მომენტი ( გაუზიარეს ემა უოტსონს და ეზრა მილერს)

ნომინაცია_ Teen Choice Award-ზე (გაუზიარეს ემა უოტსონს)

2013 სიყვარულში გაჭედილი ( Stuck in Love ) ლოუ
2013 პერსი ჯექსონი და ურჩხულების ზღვა ( Percy Jackson: Sea of Monsters ) პერსი ჯექსონი
2014 Noah ჰამი
2014 სიბრაზე ( Fury ) ნორმან ელისონი
2016 აღშფოთება ( Indignation ) მარკუს მესნერი ასევე აღმასრულებელი პროდიუსერი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება