წინასწარმეტყველი ეზეკიელი (ებრ. יְחֶזְקֵאל [Yĕḥezqēʾl] — „ღმერთი გააძლერებს“) — ბიბლიური წინასწარმეტყველი, წმინდანი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში. მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსენების დღეს აღნიშნავს 3 აგვისტოს (ძველი სტილით 21 ივლისი).

ეზეკიელი
יְחֶזְקֵאל[1]
The book of the prophet Ezekiel (IA ezekiel00davi).pdf
დაიბადა ძვ. წ. 622[2]
იერუსალიმი
გარდაიცვალა ძვ. წ. 571[2]
ბაბილონი
ხსენების დღე 10 აპრილი
მოღვაწეობა მქადაგებელი, სასწაულმოქმედი და ავტორი
ენა Biblical Hebrew და არამეული ენები
ეროვნება ებრაელები
პერიოდი ძვ. წ. VI საუკუნე[3]
ცნობილი ნაშრომები წინასწარმეტყველება ეზეკიელისა

ცხოვრება და მოღვაწეობარედაქტირება

იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 587) ბაბილონში გადაუსახლებიათ მეფე იეჰოიახინთან ერთად. ტრადიციული აზრი, რომლის მიხედვითაც ძველ აღთქმაში „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ მთლიანად ეზეკიელის თხზულება იყო, ამჟამად უარყოფილია. წიგნში ხაზგასმულია იუდეველთა მტრების მომავალი დამარცხება, ნაჩვენებია აღდგენილი იერუსალიმი და იგრძნობა მესიანისტური მომენტები, რომლითაც შემდგომში დიდი როლი ითამაშეს ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში. „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ ადრევეა ქართულად ნათარგმნი, არის „ოშკის ბიბლიაში“ (978).

ლიტერატურარედაქტირება

  • ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები, თ. ცქიტიშვილის გამოც., თბ., 1976

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება