სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გობრონიძე.

ევტიხი გიორგის ძე გობრონიძე (დ. 19 ნოემბერი [6 ნოემბერი], 1903, სოფ. გაღმა დვაბზუ, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 ივლისი, 1988, თბილისი) — ქართველი ფსიქიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1946).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1928 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1944-1968 წლებში იყო მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1968-1978 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1978-1988 წლებში – ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლიდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს. მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • შიზოფრენიის ინსულინოთერაპია, თბ., 1950.
  • ალკოჰოლის მავნე გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1988. — 37 გვ.
  • ალკოჰოლიზმისა და ნევროზების ფსიქოთერაპია, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987. — 67 გვ.
  • Über manche Fragen der Differentialdiagnostik der Schizophrenie, «Psychiatrie, Neurologie und medizinische Psychologie», 1965, H. 3;
  • К клиническим особенностям послеродового психоза, Сб.: Проблемы психоневрологии. Научные труды. — М., 1969.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება