ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევროსტარი (Eurostar) — სარკინიგზო მომსახურება, რომელიც დიდ ბრიტანეთს პარიზთან (ჩრდილოეთის სადგური), ლილთან და ბრიუსელთან (სამხრეთის სადგური) აკავშირებს. მატარებელი ლა-მანშის სრუტეს კვეთს ლა-მანშის გვირაბით.

ევროსტარის მატარებლები ვატერლოოს სადგურზე

2007 წელს სამხრეთ ლონდონში ახალი რკინიგზის ხაზი გაიყვანეს, რომელიც საფრანგეთში მოქმედი LGV-ს სტანდარტებს უახლოვდება. ორფაზიანი სრუტის გვირაბის სარკინიზგო ხაზის პროექტი ნაწილობრივ ექსპლოატაციაშია 2003 წლიდან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს ლონდონის ვატერლოოს სადგურიდან. ახალი სწრაფი ხაზი 2007 წლის 14 ნოემბრიდან შედის ექსპლოატაციაში და ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურიდან გავა. მისი სიჩქარე 298 კმ/ სთ-ია და იგი ლონდონიდან პარიზამდე გზას 3 საათში ფარავს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევროსტარი“-დან