ევრილ ჰეინესი (ინგლ. Avril Dannica Haines; დ. 29 აგვისტო 1969, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილე 2013-2015 წლებში, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს პირველი ქალი დირექტორი ჯო ბაიდენის მთავრობაში 2021 წლიდან.

ევრილ ჰეინესი
Avril Haines
ევრილ ჰეინესი Avril Haines
ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა21 იანვარი, 2021
პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი
წინამორბედიჯონ ლი რეტკლიფი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აგვისტო, 2013 – 10 იანვარი, 2015
პრეზიდენტიბარაკ ობამა
წინამორბედიმაიკლ მორელი
მემკვიდრედევიდ კოენი

დაბადებული29 აგვისტო, 1969 (1969-08-29) (55 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
განათლებაჩიკაგოს უნივერსიტეტი
ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი

მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2010 წელს როდესაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში გახდა პრეზიდენტის მრჩევლის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 2013 წლის 9 აგვისტოდან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილეა.[1] 2014 წლის დეკემბერში დანიშნეს ეროვნული უსაფრთოხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილედ[2] და ეს თანამდებობა ეკავა 2017 წლის 20 იანვრამდე.

2020 წლის 23 ნოემბერს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების სია, რომელშიც ევრილ ჰეინესი მოაზრებოდა, როგორც ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი.[3] 2021 წლის 21 იანვარს აშშ-ის სენატმა იგი დაამტკიცა და გახდა პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.[4]

  1. Karen DeYoung and Greg Miller. (2013-06-12) CIA’s deputy director to be replaced with White House lawyer. Washington Post. ციტირების თარიღი: 2017-01-26.
  2. Simon Engler. (2014-12-18) Number 2 at CIA Moves to White House. Foreign Policy. ციტირების თარიღი: 2017-01-26.
  3. Ben Leonard. (2020-11-23) Who is Avril Haines, Biden’s director of national intelligence pick? The ex-CIA deputy director once owned a Baltimore book cafe. The Baltimore Sun. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
  4. სალომე თორაძე. (2021-01-21) აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ავრილ ჰეინესი დაამტკიცა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2021-01-21.