ევრიკა (შეძახილი)
ევრიკა (ბერძ. heureka! — ვიპოვე!) — სიხარულის, კმაყოფილების გამომხატველი წამოძახილი რისამე აღმოჩენის, მიხვედრის დროს. გადმოცემით, ეს წამოძახილი აღმოხდა არქიმედეს, როდესაც ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონი აღმოაჩინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 36.