ევორზია
ევორზია (ლათ. evorsio, eversio – დანგრევა) — ვარდნილი წყლის ეროზიული მოქმედება. ვარდნისას წყალი აჩენს მორევს, რომელიც ქანებში გამოიმუშავებს ორმოებსა და ღრმულებს.
საქართველოში ევორზია ფართოდ არის გავრცელებული კარსტულ გამოქვაბულებში, სადაც ინტენსიური ევორზიის შედეგად წარმოიქმნება მომცრო ოვალური ფორმის ქვაბულები, რომელიც ხშირად წყლით ივსება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 35.