ევოლუე (ფრანგ. évolué — „განვითარებული“) — ფრანგული იარლიყი, რომელიც კოლონიურ ეპოქაში, „განვითარებული“ აფრიკელი თუ აზიელი აბორიგენების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. „ევროპიზაციის“ ეს პროცესი, განათლების ამაღლებით თუ ასიმილაციით და ასევე მათში ევროპული ღირებულებების და ქცევის წესების დანერგვით ხდებოდა. ტერმინი ყველაზე ხშირად ბელგიურ და ფრანგულ კოლონიებში გამოიყენებოდა. ევოლუები საუბრობდნენ ფრანგულად, იცავდნენ ევროპულ კანონებს, ძირითადად მუშაობდნენ მომსახურების სფეროში და ცხოვრობდნენ კოლონიის ურბანულ ნაწილში.

ლიტერატურა

რედაქტირება