ევგენი ივანეს ძე ჩაზოვი (რუს. Евге́ний Ива́нович Ча́зов; დ. 10 ივნისი, 1929, ნიჟნი-ნოვგოროდი, რსფსრ, სსრკ — გ. 12 ნოემბერი, 2021) — საბჭოთა თერაპევტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1979, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1971) და პრეზიდიუმის წევრი (1972). სოციალისტური შრომის გმირი (1978). 1953 წელს დაამთავრა კიევის სამედიცინო ისნტიტუტი. 1965 წლიდან სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის თერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, 1968 წლიდან სსრკჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1987-1990 წლებში სსრკ ჯანდაცვის მინისტრი.[1] ამავდროულად ა. მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის გადაუდებელი კარდიოლოგიის განყოფილების გამგე. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიური ცენტრის ორგანიზატორი (1976) და გენერალური დირექტორი. ევგენი ჩაზოვის ძირითადი შრომები ეძღვნება თრომბოზს, მიოკარდიუმის ინფარქტს, მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს და სხვ. კარდიოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარე (1975). უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი, საერთაშორისო მოძრაობის „მსოფლიოს ექიმები ატომური ომის წინააღმდეგ“ თანათავმჯდომარე. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1969, 1976), ლენინური პრემია (1982). სსრკ ცკ წევრი 1982-1990 წლებში (1981 წლიდან კანდიდატი. სსკპ IX-XI მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

ევგენი ჩაზოვი
ევგენი ჩაზოვი
საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 1987 – 23 მაისი, 1990
პრეზიდენტი  მიხეილ გორბაჩოვი
წინამორბედისერგეი ბურენკოვი
მემკვიდრეიგორ დენისოვი

დაბადებული10 ივნისი, 1929
ნიჟნი-ნოვგოროდი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვლილი12 ნოემბერი, 2021 (92 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნებარუსი
პოლიტიკური პარტიასკკპ
მამაივანე ჩაზოვი
განათლებაკიევის სამედიცინო ინსტიტუტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Постановление Верховного Совета СССР от 23 мая 1990 г. № 1507-I «Об освобождении тов. Чазова Е. И. от обязанностей Министра здравоохранения СССР»