ევგენი ტრიფონოვი
ევგენი ტრიფონოვი (რუს. Евгений Андреевич Трифонов; დ. 1885, ვერხნე-კუდრიუჩინსკი, რუსეთის იმპერია — 1937, კრატოვო, მოსკოვის ოლქი, სსრკ) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, პოეტი და პროზაიკოსი.
ევგენი ტრიფონოვი | |
---|---|
სრული სახელი | ევგენი ანდრეის ძე ტრიფონოვი |
დაბადების თარიღი | 1885 |
დაბადების ადგილი | ვერხნე-კუდრიუჩინსკი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1937 |
გარდაცვალების ადგილი | კრატოვო, მოსკოვის ოლქი, სსრკ |
დასაფლავებულია | დონის სასაფლაო |
საქმიანობა | სამხედრო მოღვაწე, მწერალი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, სსრკ |
ალმა-მატერი | მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია |
ჟანრი | პოეზია, პროზა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაევგენი ტრიფონოვი დაიბადა 1885 წელს ხუტორ ვერხნე-კუდრიუჩინსკში. იყო ცნობილი მწერლის იური ტრიფონოვის ბიძა. მისი ძმა, ვალენტინ ტრიფონოვი (1888—1938) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი[1], 1938 წელს რეპრესირებული. ევგენი ტრიფონოვის მშობლები 10 წლის ასაკში დაეღუპა.
ევგენი ტრიფონოვმა განათლება საეკლესიო-სამრევლო სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა პორტის მთვირთავად, წისქვილის მუშად, ზეთის შემცვლელად სავაჭრო ორთქლმავლებზე. 1903 წლიდან მსახურობდა დონის კაზაკთა 24-ე ლეგიონში. 1904 წელს ჩაირიცხა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში (б), ჰქონდა პარტიული მეტსახელი: „Женька Казак“. 1905 წელს მონაწილეობას იღებდა დონის როსტოვის შეიარაღებულ ამბოხში. 1905 წლის თებერვალში დააპატიმრეს და ნოვოჩერკასკის სამხედრო ციხეში ჩასვეს. 1905 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს სტამბაში ბოლშევიკური სააგიტაციო ფურცლების ბეჭდვისათვის. იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს შეიწყალეს. 1905 წლის დეკემბერში დონის როსტოვის გარეუბანში მონაწილეობდა ტემერნიკის შეიარაღებულ ამბოხში. 1906 წლის თებერვალში დააპატიმრეს და 10 წლით კატორღაზე მუშაობა მიუსაჯეს. 1909—1914 წლებში კატორღაზე ტაბოლსკის ცენტრალში იყო, 1914 წელს ალექსანდროვის ცენტრალში გადაიყვანეს. 1916 წელს გადასახლებაში ირკუცკის გუბერნიაში გაიგზავნა, ამჟამინდელ ქალაქ უსტ-კუტში.
გადასახლებიდან პეტროგრადში დაბრუნების შემდეგ, ევგენი ტრიფონოვი პუტოკოვსკის ქარხნის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა, იყო ქარხნის მუშათა მილიციის მეთაური. 1917 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ნარვა-პეტერგოფის კომიტეტის წევრი (б), პეტროგრადის წითელი გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. 1918 წლის იანვარ-მარტში — წითელგვარდიელთა დანაყოფის მეთაური, იბრძოდა ატამან კალედინის დანაყოფების წინააღმდეგ, მონაწილეობდა დონის როსტოვის აღებაში, იყო ქალაქის კომენდანტი. 1918 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ოუპ სამხრეთის ფრონტის შტაბის სამხედრო კონტროლის მეთაური.
1919 წლის ოქტომბრიდან — 1920 წლის მაისამდე მეთაურობდა საბჭოთა დონის კაზაკთა დივიზიას. 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის იანვრამდე იყო დონის ოლქის სამხედრო კომისარი. 1921 წლის ივნისიდან 1922 წლის თებერვლამდე — სახალხო-რევოლუციური არმიის სამხედრო საბჭოს წევრი და შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის სახალხო-რევოლუციური არმიის სამხედრო კომისრის მოადგილე, 1925—1927 წლებში იბრძოდა ბასმაჩების წინააღმდეგ უზბეკეთში. 1936 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის აკადემია. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ისტორიულ-რევოლუციური თეატრის დირექტორად. 1937 გარიცხეს კომპარტიიდან (б) და დაპატიმრებას ელოდებოდა.
გარდაიცვალა 1937 წელს მოსკოვის ოლქის დასახლება კრატოვოში, ინფარქტით. გვამის კრემაციის შემდეგ დაიკრძალა მოსკოვში მდებარე დონის სასაფლაოზე.
ჯილდოები
რედაქტირებაწითელი დროშის ორდენი — საბრძოლო დამსახურებისთვის სამოქალაქო ომის დროს.
შემოქმედება
რედაქტირებაევგენი ტრიფონოვი თავის ნაწარმოებებს ფსევდონიმით „ბრაჟნევი“ აქვეყნებდა. მისი პირველი რომანი „Стучит рабочая кровь“ 1928 წელს დაიბეჭდა. ტავის ნაწარმოებებს ის აგრეთვე აქვეყნებდა როსტოვის ჟურნალში „На подъеме“. სამოქალაქო ომის შემდეგ გამოსცა ლექსების, პროზისა და თხზულებების რამდენიმე კრებული. ავტორი რომანისა: „Каленая тропа“. რომანი 1932 წელს გამოქვეყნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Астапенко М. П., Астапенко Г. Д., Астапенко Е. М. Казачья доля — Дон, степь да воля. Ростов н/Д, 2014. — 320 с.: ил. ISBN 978-5-87259-806-0
- Ратьковский И. С. Красный террор и деятельность ВЧК в 1918 году. — Издательство С.-Петербургского университета, 2006. — С. 20—23. — 286 с.
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება[[კატეგორია:დაბადებული 1885]]
- ↑ Шитов А. П. Братья Трифоновы // Вопросы истории. — 2001. — № 11-12.