ევგენი კონოპლიანკა

ევგენი ოლეგის ძე კონოპლიანკა (დ. 29 სექტემბერი, 1989, კიროვოგრადი, უსსრ) — უკრაინელი ფეხბურთელი, რომელიც გამოდის „სევილიასა“ და უკრაინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. თამაშობს ნახევარდაცვის ფლანგზე. მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ 2007 წელს. დროთა განმავლობაში ის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და 2015 წელს უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალში მიიღო მონაწილეობა, სადაც მის მომავალ კლუბთან („სევილია“) დამარცხდა, ანგარიშით 3-2. 2015 წლის ივლისში ევგენი კონოპლიანკას „დნიპროსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და ესპანურ გუნდში უფასოდ გადავიდა.

ევგენი კონოპლიანკა
კონოპლიანკა სევილიაში 2015 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ევგენი კონოპლიანკა
დაბადების
თარიღი
29 სექტემბერი, 1989 (1989-09-29) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
კიროვოგრადი, უკრაინის სსრ
სიმაღლე 1.76 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სევილია
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
2002-2004 კიროვოგრადის ოლიმპიკი
2004-2005 დიუშ-2 კიროვოგრადი
2006 დნიპრო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007-2015 დნიპრო 156 (35)
2015- სევილია 32 (4)
ეროვნული ნაკრები
2006 უკრაინა 17 წლ. 1 (0)
2007-2008 უკრაინა 19 წლ. 9 (3)
2008-2011 უკრაინა 21 წლ. 16 (5)
2010- უკრაინა 65 (15)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 აპრილი, 2016
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ოქტომბერი, 2015

კონოპლიანკა 17 წლის ასაკში დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ასაკობრივ გუნდში გადავიდა. 2006 წლის ზამთარში კი „დნიპროს“ მეორე გუნდში დააწინაურეს, სადაც თავდაპირველად ხელფასი 300 დოლარი ჰქონდა. კონოპლიანკას დებიუტი პირველ გუნდში შედა 2007 წლის 26 აგვისტოს უჟგოროდის „ზაკარპატიას“ წინააღმდეგ (0-0). მან 83-ე წუთზე ჯაბა კანკავა შეცვალა. პირველი გოლი კი 2010 წლის 28 თებერვალს გაიტანა ლუგანსკის „ზორიას“ კარში (2-2).

ევგენი კონოპლიანკა თანდათან „დნიპროს“ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და გრანდების ყურადღება მიიპყრო. 2014 წლის იანვარში მისი „ლივერპულში“ გადასვლა 16 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა შეთანხმება ბოლო მომენტში გაუქმდა.

2014-2015 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა უკრაინული კლუბისთვის, რაშიც მთავარი როლი ევგენი კონოპლიანკამ შეასრულა. „დნიპრომ“ უკრაინის პრემიერ ლიგაში ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა, ხოლო უეფა-ს ევროპის ლიგაზე ფინალში გასვლა მოახერხა.

2015 წლის ივლისში ევგენი კონოპლიანკამ ესპანურ „სევილიასთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს. უკრაინელი ფეხბურთელის დებიუტი შედგა 11 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასის შეხვედრაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ. ის 68-ე წუთზე ხოსე ანტონიო რეიესის ნაცვლად შევიდა მოედანზე და 13 წუთის შემდეგ გოლი გაიტანა, რომელმაც ანგარიში 4-4 გახადა („ბარსელონამ“ დამატებით დროში 5-4 გაიმარჯვა).

ტიტულები და მიღწევები

რედაქტირება
  • უკრაინის პრემიერ ლიგა: მეორე ადგილი (1): 2013-2014
  • უეფა-ს ევროპის ლიგა: მეორე ადგილი (1): 2014-2015
  • უეფა-ს სუპერთასი: მეორე ადგილი (1): 2015-2016

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება