ევგენი სიმონის ძე იმნაძე (დ. 4 დეკემბერი, 1875, — გ. 1 აპრილი, 1945, ნიუ-იორკი, აშშ; დაკრძალულია მაუნთ-ოლივეტის სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916).

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1893), კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (1895) და ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია (I თანრიგით, 1903). 1893 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. 1904-1907 წლებში მსახურობდა ვილნოს სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის ადიუტანტის თანაშემწედ. 1911 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. I მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა კავკასიის მე-12 მსროლელ პოლკს (1915-1916), შემდეგ იყო ციმბირის მე-14 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი (1916 წლიდან). რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრი მოძრაობის მხარეს იყო, 1919 წლიდან ირიცხებოდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შტაბის რეზერვში. 1919-1920 წლებში დანიშნული იყო ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსად. 1920 წელს ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობდა დეტროიტსა და ნიუ-იორკში. ხელმძღვანელობდა დეტროიტის რუსეთის შეარაღებული ძალების ვეტერანთა საზოგადოებას, ნიუ-იორკში მუშაობდა ჟურნალ „ჯარი და ფლოტის“ («Армия и Флот») წარმომადგენელად. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III (1906), II (1913) და I (1917) ხარისხის, წმ. ანას III (1909) და II (1916), წმ. ვლადიმირის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1915) და III (მახვილებით, 1915) ხარისხის ორდენებით, ასევე „გიორგის იარაღით“ (1915).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гогитидзе М., Грузинский генерაлитет, К., 2001.
  • Гогитидзе М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, თб., 2007.
  • ბეჟიტაშვილი, გიორგი. ევგენი სიმონის– ძე იმნაძე // ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი. - თბ., 2012. - გვ.51–52.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. გოგიტიძე მ., თბ.. — გვ. 260.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება