ევგენი აქუბარდია (დ. 22 ნოემბერი, 1926, ჯვარი, დღ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 2009, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მწერალი.

ევგენი აქუბარდია
დაბადების სახელი ევგენი აქუბარდია
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1926
ჯვარი, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2009
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი
საქმიანობა ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს დაამთავრა გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1955 წლიდან საოლქო გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთი“-ის რედაქციის თანამშრომელი, 1957 წლიდან კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე. აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე 1987 წელს. ასევე იყო გაზეთ „ტყვარჩელის მაღაროელი“-ის რედაქციის განყოფილების გამგე. 2000 წელს გადაეცა გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „კოჩა“, თბილისი, „ეროვნული მწერლობა“, 2007. — 398 გვ.. — ISBN: 978-99940-0-884-1
  • „აკვანი“, — სოხუმი, „ალაშარა“, 1991. — 273 გვ.
  • „განთიადისას“, სოხუმი, „აფხაზეთის სახელგამი“, 1961. — 132 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება