ევგენია მაკარევსკაია

ევგენია ალექსანდრეს ასული მაკარევსკაია (დ. 25 სექტემბერი, 1901, ლებედიანი, ტამბოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 29 აგვისტო, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ) — რუსი ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი და ანატომი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1961). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მუშაკი (1962).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1924 წელს დაამთავრა კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სოფლის მეურნეობის აკადემია მებაღეობისა და მებოსტნეობის სპეციალობით. შეისწავლა ყირიმის ყურძნის ჯიშების ბიოქიმიური შედგენილობა. 1926-1936 წლებში გააგრძელა მუშაობა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში, პარალელურად კითხულობდა ლექციებს მცენარეთა ფიზიოლოგიაში თბილისის სუბტროპიკულ ინსტიტუტში.

მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ვაზის რეგენერაციული პროცესების ფიზიოლოგიას და ბიოქიმიას, ვაზის ნერგში ცილების შედგენილობისა და ნახშირწყლების დინამიკას, ვაზის ფესვების პათოლოგიას მისი ფილოქსერით დაზიანებისას და სხვა. არის სამეცნიერული ნაშრომების და მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი.

  • Физиология регенерационных процессов у виноградной лозы., Тб., 1966.

ლიტერატურა

რედაქტირება