ევბლეფარისებრნი (ლათ. Eublepharidae) — ხვლიკების ოჯახი. ახლოს დგანან გეკონისებრებთან, რომელთაგან განსხვავდებიან მოძრავი ქუთუთოებით, ორმხრივ ჩაზნექილი მალებით. ჩვეულებრივ აქვთ თხემის ერთი ძვალი. მათი სხეულის სიგრძე 16,5 სმ აღწევს. ცნობილია 5 გვარი და 25 სახეობა. გავრცელებული არიან ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკაში, წინა და სამხრეთ აზიაში.

ევბლეფარისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eublepharidae

ლიტერატურა რედაქტირება