ევა კაილი (ბერძ. Εύα Καϊλή; დ. 26 ოქტომბერი, 1978) — ბერძენი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი 2014-2022 წლებში. ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი 2022 წლის 18 იანვრიდან 13 დეკემბრამდე. დააპატიმრეს 2022 წლის დეკემბერში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით.

ევა კაილი
ბერძ. Εύα Καϊλή
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1978(1978-10-26) (46 წლის)
დაბადების ადგილი სალონიკი
მოქალაქეობა  საბერძნეთი
განათლება სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი
მამა ალექსანდერ კაილი
evakaili.gr

ევა კაილი იყო საბერძნეთის პარლამენტის წევრი და ბერძნული ტელეარხის MEGA Channel-ის სატელევიზიო ახალი ამბების წამყვანი.[1][2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში სწავლობდა არქიტექტურასა და სამოქალაქო მშენებლობას, შემდეგ სწავლა გააგრძელა პირეოსის უნივერსიიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობებში. 2004-2007 წლებში მუშაობდა ტელეწამყვანად.[3] 2014 წელს, პირეოსის უნივერსიტეტში მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, თუმცა 2022 წლის მონაცემებით ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია სწავლა.[2]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1992 წელს შეუერთდა სრულიადბერძნული სოციალისტური მოძრაობის (PASOK) ახალგაზრდულ ფრთას. 2001 წელს იგი იყო არქიტექტურის სკოლის სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი და 2002 წლისთვის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, რომელიც აირჩიეს სალონიკის საქალაქო საბჭოში.[4]

2007 წელს აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის წევრად სალონიკის პირველი საარჩევნო ოლქიდან, იყო სხვადასხვა კომიტეტის წევრი. იიგ ხელახლა აირჩიეს 2009 წელს და პარლამენტის წევრი იყო 2012 წლამდე.[2]

2014 წელს აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრად. 2022 წლის 13 დეკემბერს კორუფციული სკანდალის გამო, ევროპარლამენტმა 625 ხმით, მხარი დაუჭირა კაილის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას.[5][6][7]

  1. Εύα Ευδοξία Καϊλή EL. ციტირების თარიღი: 10 December 2022.
  2. 2.0 2.1 2.2 Curriculum vitae Eva Kaili (25 April 2022). ციტირების თარიღი: 10 December 2022
  3. „Curriculum vitae | Eva KAILI | MEPs | European Parliament“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-12-12.
  4. Stamouli, Nektaria (2022-12-13). „The long rise and abrupt fall of Greek MEP Eva Kaili“. Politico Europe (ინგლისური).
  5. Camut, Nicolas (13 December 2022). „EU Parliament removes VP status from Eva Kaili“. Politico Europe.
  6. „Mutanklagad Kaili bortröstad som vice talman i EU-parlamentet“ [Accused of bribery, Kaili voted out as vice-president of the EU Parliament]. SVT Nyheter. 13 December 2022.
  7. Minutes of proceedings (13 December 2022). ციტირების თარიღი: 14 December 2022