ევა ირჟიჩნა (ჩეხ. Eva Jiřičná) (დ. 3 მარტი, 1939, ელინი )— ბრიტანელი და ჩეხი არქიტექტორი, დიზაინერი.

ევა ირჟიჩნა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1939(1939-03-03)[1] [2] [3] [4] (85 წლის)
დაბ. ადგილი ზლინი[1] [3] [5] [4]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[6] [5] [4] , მასწავლებელი[5] , exhibition curator[5] და პუბლიცისტი[5]
მოქალაქეობა  ჩეხეთი
 ჩეხოსლოვაკია[3]
 გაერთიანებული სამეფო[7]
ალმა-მატერი Academy of Fine Arts, Prague
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[8] , Jane Drew Prize[9] , Royal Designer for Industry[10] , სენატის სამახსოვრო ვერცხლის მედალი[11] , Order of the White Lion 3rd Class[12] და honorary doctorate of Slovak University of Technology in Bratislava[13]
საიტი aidesign.cz

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის სპეციალიზაციით, შემდეგ სწავლობდა ხელოვნების გამომგონებელთა აკადემიაში. მისი მასწავლებელი იყო იაროსლავ ფრაგნერა , 1967 წლიდან იგი მუშაობდა პრაღაში დიზაინერად. 1968 წელს წავიდა ლონდონში პრაქტიკებისათვის. ამავე წელს იგი მიიწვიეს განათლების მისაღებად „The Greater London Council's School Division“-ში. 1968 წელსვე ჩეხეთის ხელისუფლებამ მას სამშობლოში დაბრუნება აუკრძალა. შემდეგი 10 წელი ევა მუშაობდა სახელოსნოში სახელად „Louis de Soisson“, სადაც პირველად დააპროექტა ბრაიტონის პორტი და მიიღო დიდი გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების და მატერიალებისა. 1982 წლიდან 1984 წლამდე იყო გუნდის ლიდერი, რომელიც დაკავებული იყო ინტერიერების დიზაინით, ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორის რიჩარდ როდჯერსის დახმარებით. 1984 წელს მან პირველად შექმნა თავისი შედევრი იან კაპლიცკიმთან და მის ბიურო „Future Systems“-თან ერთად. 1968 წელს ევამ ჩამოაყალიბა თავისი ფირმა სახელად „Eva Jiricna Architects“ რომელმაც მალევე მიიქცია „Joan & David shoes“-ის დიზაინური მაღაზიის ყურადღება. სულ რაღაც 10 წელიწადში მისი გუნდი ჩაერთო საცალო კომპანიების, საგამოფენო დანადგარების, საოფისე ინტერიერის და სატრანსპორტო ტერმინალებში. ევა ჟირიცნა ჩანდა ყველა დიზაინერულ ჟურნალში და იგი ინგლისში ასწავლიდა ბავშვებს არქიტეკტურას თეორიულად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება