ევანესენსი (ინგლ. Evanescence) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა ლიტლ როკში (არკანზასი), 1995 წელს, ემი ლისა და ბენ მუდის მიერ.[1] სხვადასხვა ჩანაწერის შემდეგ, საბოლოოდ გამოვიდა ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, Fallen (2003). რომელიც 17 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა [2] და მიიღო გრემის ორი ჯილდო. 2004 წელს გამოვიდა დი-ვი-დი Anywhere but Home, რომელზეც აღბეჭდილი იყო Fallen-ის ტურნე პარიზში და კადრები სცენის მიღმა, Anywhere but Home მილიონ ასლზე მეტი ოდენოთ იქნა გაყიდული. 2006 წლის ალბომი The Open Door გაიყიდა 6 მილიონ ასლზე მეტი ოდენობით.[2]

ევანესენსი

ევანესენსი 2015 წელს. მარცხნიდან: ჯენ მაჯურა, ტიმ მაკ-კორდი, ემი ლი, ტროი მაკლოუჰორნი
ბიოგრაფია
წარმოშობა
აქტიური 1995–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი evanescence.com
ევანესენსი ვიკისაწყობში

ბილბორდის სიაში „ათწლეულის შემსრულებლები“ Evanescence-ს უკავია #71 პოზიცია.[3]

ჯგუფის სოლისტი ემი ლი ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში ისვენებდა, სადაც თავისუფალ დროს მუსიკას უთმობდა. ახალგაზრდულ ბანაკში ხშირად ეწყობოდა გასართობი საღამოები, რომლებიც მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო. სწორედ იქ აღმოაჩინა ჯგუფის მეორე წევრმა ბენ მუდიმ ემი ლი, როდესაც ის ფორტეპიანოზე მით ლოს სიმღერას „I Would Do Anything For love, But I Won't Do That“ ასრულებდა. იგი იმდენად მოიხიბლა, რომ იქვე დაბადებულა იდეა ჯგუფის შექმნის თაობაზე, ისინი ძალიან დაახლოვდნენ და უამრავი საერთო აღმოაჩინეს მუსიკაში. ემის ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია, რადგან ეს მისი ოცნებაც იყო. საბოლოოდ, ჯგუფი 1990-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. ემი ლის და ბენ მუდის გარდა, ჯგუფის წევრები მოგვიანებით იყვნენ გიტარისტი — ჯონ ლეკომპტი, ბას გიტარისტი უილ ბოიდი და დრამერი — როკი გრეი. ეს ოთხი ადამიანი თავიდანვე კარგად შეეწყო ერთმანეთს, რადგანაც მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება და მიზნები ჰქონდათ. კარგა ხნის განმავლობაში მათი შემოქმედება მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, რადგან არ გააჩნდათ სახსრები ფართომასშტაბიანი კონცერტების გასამართად. მიუხედავად ამისა, ჯგუფს თავიანთი მსმენელი მაინც ჰყავდა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მატულობდა. 1990-იანი წლების ბოლოს, ქალაქში ორი უკიდურესობა იყო: ან უკრავდნენ ტიპურ დეზ მეტალს, ან მსუბუქ, ძველმოდურ მუსიკას. მეორე სიმღერა, რომელიც მათ დაწერეს, იყო შვიდწუთიანი სასაცილო გოთიკური ჟანრის. ადგილობრივმა რადიომ გაუშვა ეს სიმღერა ეთერში. სწორედ აქედან დაიწყო მათი პოპულარობის პერიოდი. გაიზარდა მოთხოვნა მათ კონცერტებზეც. ბენ მუდი იხსენებს: „ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა და ეს ასეც არის. აქამდე ხალხმა არც კი იცოდა, ვინ ვიყავით, ან სად შეიძლებოდა ჩვენი ნახვა. ახლა კი მოთხოვნა ჩვენზე ერთიორად გაიზარდა.“ მათი სიმღერები ჩარტებში ხვდებოდა პირველ ადგილებსაც კი იკავებდა. ჯგუფმა სახელი ბევრჯერ შეიცვალა. თავდაპირველად ერქვათ „Childish in Intention“, შემდეგ „Striken“. მათი საბოლოო სახელი „Evanescence“ „უეცარ გაქრობას“ ნიშნავს. ჯგუფი პერიოდულად წერდა დემოებს, ჩაწერეს EP რომელსაც ადგილობრივ შოუებზე ყიდდნენ, შემდეგ გამოუშვეს დემოების ნაკრები Origin რომელიც ხელში ჩაუვარდა ლეიბელის Wind-Up Records (უაინდ აფ რექორდს)პრეზიდენტს და ემის ხმით და ჯგუფის სიმღერებით მოხიბლულმა, ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ევანესენსმა 2003 წელს ჩაწერა სიმღერა „Bring Me To Life“ რომელიც პოპულარულ ფილმში „თავქარიანი“ იქნა გამოყენებული საუნდტრეკად, ფილმში ასევე გამოიყენეს ევანესენსის კიდევ ერთი პოპულარული სიმღერა „My Immortal“ დემოების ნაკრებიდან Origin. „Bring Me To Life“ არ თმობდა ჩარტებს და მალევე, პირველი ალბომი Fallen, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით გაიყიდა, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ორი გრემი და აშშ-ში შვიდჯერ გახდა პლატინის მფლობელი.[4]

ცვლილებები ჯგუფში

რედაქტირება

უეცრად, საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას ჯგუფი დატოვა მისმა დამაარსებელმა ბენ მუდიმ. ეს ემი ლისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ჯგუფის დაარსებიდან ისინი პარტნიორები იყვნენ. ყველა ფიქრობდა, რომ ჯგუფი დაიშლებოდა. ემიმ კი ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ის, რატომღაც იმდენად დათრგუნული იყო, რომ მოგზაურობის დროს მისი მელანქოლიურობა ჩვენც ცუდ ხასიათზე გვაყენებდა. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის ახლა გაცილებით მხიარულადაა.“

ბენ მუდი მალევე შეცვალა გიტარისტმა ტერი ბალზამომ რომელმაც გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა და როგორც ემი ამბობს, სიმღერები მეორე ალბომისთვის The Open Door რომელიც 2006 წელს გამოვიდა და 6 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა მხოლოდ მისი და ტერის დაწერილია. ემი: როდესაც ბენი იყო ჯგუფში, ქმნიდა გიტარის პარტიას, მუსიკას, ხოლო დანარჩენს მე ვამატებდი ან პირიქით ხდებოდა ხოლმე. ერთად არასდროს დაგვიწერია სიმღერა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან პირადული იყო და არ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა. ტერის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და ეს გაცილებით საინტერესო ყოფილა.

სანამ ბენ მუდი ჯგუფს დატოვებდა, ევანესენსმა გერმანიაში დაგეგმილი ხუთი კონცერტი ჩაშალა. მიზეზად აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ბენ მუდი ისე დამთვრალა ერთ-ერთ როკ-ბარში, რომ მოწამლულა. რადგან ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, პრესაში იწერებოდა, რომ ის გაქრა, აორთქლდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბენი მოიტაცეს და მასში გამოსასყიდ თანხას მოითხოვდნენ.

ემი ლის ინიციატივით ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად გადარიცხეს უპატრონო ბავშვთა სახლში.

მოგვიანებით ჯგუფს შეეცვალა ბას გიტარისტი და უილ ბოიდის ნაცვლად ჯგუფში ტიმ მაკ-კორდი გაწევრიანდა.

2007 წლის 4 მაისს კი ჯონ ლეკომპტმა განაცხადა, რომ ის ემი ლიმ ჯგუფიდან გაუშვა და რომ მასთან ერთად როკი გრეიმაც ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა. როკი და ჯონი მალევე ჩაანაცვლეს გიტარისტმა ტროი მაკ-ლოუჰორნმა და დრამერმა უილ ჰანტმა, მათ დაემატა ბას გიტარისტი ტიმ მაკ-კორდი.

ამ დროისთვის ევანესენსის მუდმივი წევრები ემი ლი, ტერი ბალზამო, ტროი მაკ-ლოუჰორნი, უილ ჰანტი და ტიმ მაკ-კორდი არიან.

2009-დღემდე: Evanescence და შესვენება

რედაქტირება

2010 წელს ცნობილი გახდა, რომ Evanescence მუშაობდა ახალ სტუდიურ ალბომზე პროდიუსერ სტივ ლილიუაითთან, თუმცა პროდიუსერთან შეუთავსებლობის გამო ჯგუფმა ალბომზე მუშაობა დროებით შეაჩერა და 2011 წლის ივნისში კვლავ განაახლა ახალ პროდიუსერთან, ნიკ რასკოლენიკსთან ერთად.

ევანესენსის ახალი, მესამე ალბომი სახელად Evanescence გამოვიდა 2011 წლის 11 ოქტომბერს. რაც შეეხება ხშირად დასმულ კითხვას, თუ რატომ სახელი „ევანესენსი“ ემი ლი პასუხობს: „იმიტომ, რომ როგორც იქნა ეს ნამდვილად ჯგუფური ნამუშევარია, როცა ყველა ჯგუფის წევრი ერთად ვმუშაობდით, ერთმანეთის იდეებს ვიზიარებდით და საბოლოოდ ვქმნიდით მუსიკას“. ალბომის პირველი სინგლი „What You Want“ 2011 წლის 9 აგვისტოს, მომდევნო „My Heart Is Broken“ კი 2011 წლის 31 ოქტომბერს გამოვიდა.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: