ევანესენსის დისკოგრაფია
ევანესენსმა გამოუშვა სამი სტუდიური ალბომი, ერთი საკონცერტო ალბომი, სამი EP, 11 სინგლი და 11 მუსიკალური ვიდეო. ჯგუფმა 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.[1]
ევანესენსი შეიქმნა 1995 წელს ემი ლისა და ბენ მუდის მიერ. ჯგუფი ადგილობრივი პოპულარობით იღებდა სიამოვნებას, სანამ 2003 წელს ალბომ Fallen-ს გამოსცემდა. Fallen კომერციულ წარმატებად იქცა. ალბომიდან გამოვიდა სინგლები, ქცეული ჰიტებად - Bring Me to Life, Going Under, My Immortal, Everybody's Fool. ალბომმა ბილბორდ 200-ის ჩარტებში მე-3 ადგილი დაიკავა, მსოფლიო მასშტაბით კი მისი 17 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. ევანესენსმა ალბომის დამსახურებით 2004 წელს ორი გრემის ჯილდო მიიღო.
მეორე ალბომი, The Open Door, გამოვიდა 2006 წელს და თავიდანვე ხუთი საერთაშორისო ჩარტის, რომლებშიც ბილბორდის ჩარტებიც არის მოქცეული, ლიდერი გახდა. მან ხუთივე ჩარტში პირველი ადგილი დაისაკუთრა. მსოფლიო მასშტაბით ალბომის 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.
Evanescence მათი მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც გამოშვებულ იქნა 2011 წლის 11 ოქტომბერს. სადებიუტო კვირაში ისიც ბილბორდ 200-ის ჩარტების ლიდერი გახდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Evanescence – Bio. Evanescence.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 23, 2011. ციტირების თარიღი: July 24, 2011.