ევალდ ფონ კლაისტი
პაულ ლუდვიგ ევალდ ფონ კლაისტი (გერმ. Paul Ludwig Ewald von Kleist; დ. 8 აგვისტო, 1881, ბრაუნფელსი, გერმანიის იმპერია – გ. 16 ნოემბერი, 1954, ვლადიმიროვკის კოლონია, სსრკ) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალი და არმიათა ჯგუფის სარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს.