ედუინ ლანკესტერი (დ. 15 მაისი, 1847, ლონდონი — გ. 15 აგვისტო, 1929, ლონდონი) — ინგლისელი ზოოლოგი და ემბრიოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1875-დან). ლანკესტერის შრომები ეხება ნამარხ თევზებს, რგოლოვანი ჭიების, მოლუსკების და ფეხსახსრიანების ანატომიას და ემბრიოლოგიას, უხერხემლოთა სისტემატიკას. 1877 წელს ჭიები დაყო სამ ტიპად: ბრტყელი, მრგვალი და რგოლოვანი. ცხოველთა სისტემაში ცალკე ჯგუფად გამოყო ღრუბლები.

ლიტერატურა

რედაქტირება