ედუარდ ჰაიდ კლარენდონი
ედუარდ ჰაიდ კლარენდონი (დ. 18 თებერვალი, 1609, დანტონი — გ. 9 დეკემბერი, 1674, რუანი) — ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, გრაფი. რევოლუციის დროს იყო როიალისტური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. 1646 წელს წავიდა ემიგრაციაში. სტიუარტების რესტავრაციის შემდეგ იყო ჩარლზ II-ის ლორდ-კანცლერი. კლარენდონის რეაქციულმა საშინაო პოლიტიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჩარლზ II იძულებული გახდა 1667 წელს ის გადაეყენებინა. სახელმწიფო ღალატში დადანაშულებული კლარენდონი ემიგრაციაში წავიდა. მისი მთავარი შრომაა „ამბოხების და სამოქალაქო ომების ისტორია ინგლისში“ (ტ 1-3, 1704), რომელიც წარმოადგენს პამფლტეს ინგლისის რევოლუციასა და მის მოღვაწეებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 133.