ედუარდ ცირამუა
ედუარდ ცირამუა (დ. 31 დეკემბერი, 1933, თბილისი — გ. 23 ნოემბერი, 2010) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ბუღალტერ-ეკონომისტის სპეციალობით, შემდეგ მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
ედუარდ ცირამუა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1933 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 23 ნოემბერი, 2010 (76 წლის) |
საქმიანობა | ეკონომისტი |
ჯილდოები | საერთაშორისო საიმპერატორო მედალი, ღირსების მედალი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1956 წელს. იყო მუშა, აღმრიცხველი, ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში ფინანსებისა და ფასების სტატისტიკის განყოფილების უფროსი, ფინანსთა სამინისტროში რესპუბლიკის აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსი, ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში საგეგმო-საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი. 1972 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1980 წლიდან მოწვეულ ლექტორად, 1991-1998 წლებში დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1998 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად 1990-2006 წლებში იყო ფინანსების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აღრიცხვისა და აუდიტის განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს 77-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 მონოგრაფიული და სასწავლო წიგნი, 19 ცალკეული სამეცნიერო ნაშრომი, 22 საჟურნალო სამეცნიერო სტატია.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აუდიტი : თეორია, მეთოდიკა, ტექნიკა : სახელმძღვ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, შ.პ.ს. „დარბეგი“, 2009. - 355გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედუარდ ცირამუა — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა