ედუარდ მუტესა II
ედუარდ მუტესა II (დ. 19 ნოემბერი, 1924 — გ. 21 ნოემბერი, 1969) — ბუგანდის სამეფოს 36-ე მმართველი 1939 წლიდან, უგანდის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1962 –1966 წლებში.
1962 წელს მილტონ ობოტეს აქტიური მხარდაჭერით გახდა უგანდის პირველი პრეზიდენტი, მაგრამ ობოტესთან აზრთა სხვაობის გამო, რაც ბუგანდის ეთნოსის სტატუსსა და დამოუკიდებელ უგანდაში მეფის დომენს ეხებოდა, 1966 წელს ის დაამხეს. დამხობის ოპერაცია ჩაატარა ქვეყნის მომავალმა (მესამე) პრეზიდენტმა იდი ამინმა.
ედუარდ მუტესა 1969 წელს ალკოჰოლური მოწამვლით გარდაიცვალა ლონდონში. სადავოა, მოკლეს, თუ თავი მოიკლა.
დაწერილი აქვს წიგნი „ჩემი სამეფოს წაბილწვა“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Genealogy of the Kabakas of Buganda
- List of Kings of Buganda დაარქივებული 2013-06-15 საიტზე Wayback Machine.