ედუარდ ისაბეკიანის გალერეა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედუარდ ისაბეკიანის გალერეა — ერევნის საგამოფენო დარბაზი, რომელიც ეძღვნება სომეხთა სსრკ ეროვნული მხატვრის, ედუარდ ისაბეკიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. გალერეა განთავსებულია ერევანში, მაშტოცის გამზირზე 7 ა–ში, კულტურის ცენტრის „ჰაიარტის“ ერთ–ერთ განყოფილებაში.

ახალი საგამოფენო დარბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 2004 წელს, ხოლო გალერეას გახსნა მოხდა 2013 წელს.

ედუარდ ისაბეკიანის ვაჟმა, არამ ისაბეკიანმა, ცნობილი ნახატების 28 ნამუშევარი „ჰაიარტ“ კულტურულ ცენტრს მუდმივი გამოფენისთვის გადასცა. გახსნის დღიდან გალერეას ხელმძღვანელობს ირინა ისაბეკიანი.

აღნიშნულ გალერეაში დაცული ექსპოზიცია ორ სართულს იკავებს. ზედა, ბეჭდის ფორმის დარბაზში არის დიდი კომპოზიციურად თემატური ნახატები. ძირითადი ფონდის გარდა, წარმოდგენილია 4 ნამუშევარი ეროვნული სამხატვრო გალერეის დაქვემდებარებიდან და კერძო კოლექციიდანაც. ექსპონატებს შორის ასევე შედის დღიურები, ხელნაწერები, მემუარები და ფოტომასალა.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 39 ნამუშევარი. ედუარდ ისაბეკიანის ნამუშევრები გამოფენილია საგამოფენო დარბაზის ორ სართულზე. მაღლა წრიულ დარბაზში არის დიდი ტილოები იზაბეკიანის ეპიკური სუნთქვით; ისტორიის გვერდებიდან დღეს მხატვრის მზერა გადმოგვცემს წარსული სულისკვეთებას, კაცობრიობას, სიამაყეს და გამარჯვებას.

2015 წლიდან ტარდება გამოფენები „ედუარდ ისაბეკიანი და მისი მოსწავლეები“ წელიწადში ორჯერ (სწავლების წლების განმავლობაში, მას დაახლოებით 300 სტუდენტი ჰყავდა). დარბაზი მონაწილეობს მუზეუმების ღამეში, რომელიც იმართება ყოველწელს. ყოველი ახალი გამოფენით, მხატვრები დარბაზს აძლევენ თავიანთ ნამუშევრებს. 2014 წელს დარბაზში აღინიშნა მხატვრის 100 წლის იუბილე. 2017 წლის მარტში ჩატარდა ქალთა დღისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა. არაერთხელ აღნიშნეს, რომ ოთახს რემონტი სჭირდება, თუმცა ჯერჯერობით ვერ გამოინახა გალერეის რეაბილიტაციისათვის თანხები და რესურსები.

ბოლო პერიოდში ედუარდ ისაბეკიანის საგამოფენო დარბაზი აქტიურად მონაწილეობს ერევნის კულტურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოფენის მენეჯერის, ირინა ისაბეკიანის ინიციატივები. სწორედ მისი სურვილით და მონდომებით ეწყობა ღონისძიებები, ლექციები, შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს ედუარდ ისაბეკიანის, როგორც მხატვრის, პედაგოგის, მწერლის, მზრუნველი მოქალაქის და, უპირველეს ყოვლისა, პატრიოტული შვილის გამოვლენას და წამოჩენას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

თარგი:ВС