ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გენერალ-ლეიტენანტი სერ ედმონდ ჩარლზ აქტონ შრაიბერი (დ. 30 აპრილი 1890, ლონდონი - გ. 8 ოქტომბერი 1972, ექსმუთი)—ბრიტანეთის არმიის უფროსი ოფიცერი, რომელიც მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. ამ უკანასკნელში მეთაურობდა 45-ე ქვეით დივიზიას, V კორპუსს და ბრიტანეთის პირველ არმიას .

სერ ედმონდ ჩარლზ აქტონ შრაიბერი
Sir Edmond Charles Acton Schreiber
მეტსახელი „ტედი“
ეროვნება ინგლისელი
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1890
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 8 ოქტომბერი, 1972
გარდაცვალების ადგილი ექსმუთი, ინგლისი
კუთვნილება დიდი ბრიტანეთი
ჯარის სახეობა ბრიტანეთის არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1909-1947
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა იოანეს ორდენის კავალერი, გამორჩეული მსახურის ორდენი

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

დაიბადა ლონდონში, ინგლისში, 1890 წლის 30 აპრილს, ბრიგადის გენერალ აქტონ ლემუელ შრაიბერის ოჯახში. ედმონდ ჩარლზ აქტონ შრაიბერმა განათლება მიიღო ველინგტონის კოლეჯში, ბერკშირში და სამეფო სამხედრო აკადემიაში, ვულვიჩში. 1909 წლის 23 დეკემბერს, გახდა ბრიტანეთის არმიის სამეფო საველე არტილერიის მეორე ლეიტენანტი. 1912 წლის 23 დეკემბერს მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. იგი მსახურობდა პირველ მსოფლიო ომში ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებთან, (BEF) დასავლეთ ფრონტზე. 1914 წლის დეკემბერში დაიმსახურა გამორჩეული დამხმარის ორდენი (DSO), მისი ”ძალიან მამაცური საქციელისთვის 14 სექტემბერს". ის ასევე ოთხჯერ იყო ნახსენები დეპეშებში და ომის დასასრულს, იგი ბრევეტი მაიორის წოდებას ფლობდა.[1] [2]

1930-იან წლებში, ომის შუა პერიოდში, ის სწავლობდა პერსონალის კოლეჯში, კემბერლში. მოგვიანებით, 1934-1937 წლებში გახდა სამხედრო შტაბის ოფიცერი. 1938-1939 წლებში იყო ბრიგადირი სამეფო არტილერიაში. იმავე წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი . [2]

 
კენტის ჰოუმ გვარდიის წევრები აწყობენ „შავი ბომბარდირის“ ნაღმტყორცნების ჩვენებას. გენერალ-ლეიტენანტი სერ ედუარდ შრაიბერი ბერეტით გამოსახული შუაში, 1944 წლის 23 ივლისი.

მეორე მსოფლიო ომის დროს შრაიბერი მსახურობდა ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებთან, (BEF) საფრანგეთში, 1939-1940 წლებში.[3] 1940 წლის 26 აპრილს დააწინაურეს გენერალ-მაიორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, [4] იმავე დღეს გახდა გენერალ-ოფიცერი, 61-ე ქვეითი დივიზიის მეთაური (GOC), სანამ მოგვიანებით 1940 წელს არ გახდა GOC-ის 45-ე ქვეითი დივიზიის უფროსი. 1941 წლის მაისში გახდა გენერალ-ლეიტენანტის მოვალეობის შემსრულებელი, [5] რათა იმავე წლის ბოლოს V კორპუსის მეთაურობა დაკისრებოდა. 1942 წელს იგი დაინიშნა ბრიტანეთის პირველი არმიის მეთაურად, რომელიც უნდა ყოფილიყო მოკავშირეთა ძალების მმართველი ძალა საფრანგეთის ჩრდილოეთ აფრიკაში, ნოემბრის ოპერაციის ტორჩის შემდეგ, თუმცა მას თირკმელების პრობლემა შეექმნა და აქტიური სამსახურისთვის უვარგისი გახდა. [6]

შრეიდერი 1942 წელს გახდა დასავლეთის სარდლობის გენერალური ოფიცერი (GOC-in-C) და 1944 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთის სარდადლი. [7]  1944-1946 წლებში შრაიბერი იყო მალტის გუბერნატორი და მთავარსარდალი .[8] 1947 წელს ომის შემდეგ დატოვა თანამდებობა ბრიტანეთის არმიაში. [7][2]

ედმონდ შრაიბერი 1916 წელს დაქორწინდა ფილის ბარჩარდზე, ვისგანაც ეყოლა ორი ქალიშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Schreiber, Edmund. Unit Histories. ციტირების თარიღი: 29 June 2020
  2. 2.0 2.1 2.2 Smart 2005.
  3. Alanbrooke (2001), e.g. entries 29 November 1939, 11 December 1939, 22 April 1940.
  4. „No. 34848“. The London Gazette (Supplement): 2881. 10 May 1940.
  5. „No. 35253“. The London Gazette (Supplement): 4853. 19 August 1941.
  6. Mead, p. 59.
  7. 7.0 7.1 Generals.dk
  8. Alanbrooke (2001), e.g. entries 21 August 1944, 29 January 1945, 10 February 1945.