ედი ადამსი
ედი ადამსი (ინგლ. Edie Adams დ. 16 აპრილი, 1927, კინგსტონი, პენსილვანია, აშშ – გ. 15 ოქტომბერი, 2008, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი, მომღერალი და ბიზნესმენი. მან მიიღო ტონის ჯილდო და იყო ნომინირებული ემის ჯოლდოზე.
ედი ადამსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
16 აპრილი, 1927 კინგსტონი, პენსილვანია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
15 ოქტომბერი, 2008 (81 წლის) კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1951 - 2004 |
ადამსი ცნობილი სცენაზე და ტელევიზიაში სექსუალური ვარსკვლავების იმიტირებით, განსაკუთრებით კარგად ირგებდა მერილინ მონროს როლს.[1][2][3] ის იყო ერნი კოვაქსის, მისი მეუღლის ხშირი სატელევიზიო პარტნიორი. ადამსმა დააარსა ორი ბრენდი სილამაზის ინდუსტრიაში: Edie Adams Cosmetics და Edie Adams Cut 'n' Curl.
ადრეული წლები
რედაქტირებაედით ელიზაბედ ენკი დაიბადა კინგსტონში, პენსილვანია, შელდონ ალონცო ენკესა და მისი მეუღლის, ადა დოროთის ოჯახში, მას ჰყავდა უფროსი ძმა, შელდონ ადამს ენკი. ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ახლომდებარე რაიონებში, როგორებიცაა Shavertown, Trucksville და ერთი წელი გაატარეს ნიუ იორკში, სანამ დასახლდებოდნენ ტენაფლიში, ნიუ ჯერსი. აქ ედი სწავლობდა Tenafly High School-ში. ადა ენკე ქალიშვილს სიმღერასა და ფორტეპიანოს ასწავლიდა; დედა და ქალიშვილი იყვნენ Grove City Presbyterian ეკლესიის გუნდის წევრები. ადამსს კერვა მკერავმა ბებიამ ასწავლა. მან საკუთარი ტანსაცმლის კერვა მეექვსე კლასიდან დაიწყო, რაც გახდა საფუძველი, იმისა, რომ მოგვიანებით შექმნა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი, სახელად Bonham, Inc.
ედიმ ჯულიარდის ვოკალის ხარისხი მიიღო და შემდეგ დაამთავრა კოლუმბიის დრამატული სკოლა. სწავლობდა ნიუ-იორკში მსახიობთა სტუდიაში და ტრაფაგენის მოდის სკოლაში. თავდაპირველად, ადამსმა ვერ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა კარიერა მოდის დიზაინში თუ მუსიკაში, ამიტომ მან მონეტა ააგდო, სადაც მუსიკამ გაიმარჯვა.[4]
1949–50 წლებში იგი გამოჩნდა პირდაპირ ეთერში სატელევიზიო შოუში Bonnie Maid's Versatile Varieties.
1950 წელს მან გაიმარჯვა "Miss U.S. Television" სილამაზის კონკურსში, რის შემდეგაც მიიწვიეს მილტონ ბერლის სატელევიზიო შოუში. მისმა პირველმა სატელევიზიო ნამუშევარმა ის ცნობილი გახადა, როგორც ედიტ ადამსი უწოდა. მისი ერთ-ერთი ადრეული გამოჩენა იყო არტურ გოდფრის ნიჭიერ სკაუტებში. მას შემდეგ, რაც იგი ნახა ერნი კოვაქსის შოუს Three to Get Ready პროდიუსერმა, იგი მიწვეულ იქნა აუდიციაზე. ადამსს ძალიან მცირე გამოცდილება ჰქონდა პოპულარულ მუსიკასთან და მხოლოდ სამი სიმღერის შესრულება შეეძლო. ის შოუს ნაწილი გახდა 1951 წლის ივლისში.
კარიერა
რედაქტირებაადამსმა რეგულარულად დაიწყო ტელევიზიაში მუშაობა კოვაქსთან და თოქ-შოუს პიონერ ჯეკ პაართან ერთად. შეყვარებულობის შემდეგ, რომელიც მოიცავდა მარიაჩის სიმღერებს და მოულოდნელ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედს, ადამსი და კოვაქსი გაიქცნენ; ისინი დაქორწინდნენ 1954 წლის 12 სექტემბერს მეხიკოში. ადამსი თავდაპირველად ორჭოფობდა კოვაქსზე დაქორწინებასთან დაკავშირებით. იგი გაემგზავრა ექვსკვირიან ევროპულ კრუიზზე, იმ იმედით, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა. სამი დღის დაშორებისა და მრავალი სატელეფონო ზარის შემდეგ, ადამსი სახლში დაბრუნდა პასუხით: დიახ. ეს იყო კოვაქსის მეორე ქორწინება, რომელიც გაგრძელდა 1962 წლის 13 იანვარს ავტოკატასტროფაში გარდაცვალებამდე.
ადამსმა და კოვაქსმა 1957 წელს მიიღეს ემის ნომინაციები კომედიურ სერიალში საუკეთესო შესრულებისთვის. 1960 წელს მან და კოვაქსმა ითამაშეს თავიანთი თავი The Lucy–Desi Comedy Hour-ის ფინალურ სერიაში CBS-ზე, რომლის დროსაც მან შეასრულა სიმღერა "That's All" . ადამსი ოთხჯერ გამოჩნდა What's My Line-ზე (ერთხელ როგორც "ედიტ ადამსი (ქალბატონი ერნი კოვაქსი)", როცა მისი ქმარი იყო პანელზე; ერთხელ კოვაქსთან ერთად; ორჯერ მარტო, როგორც ედი ადამსი).
ადამსმა ითამაშა ბროდვეიზე Wonderful Town-ში (1953) როზალინდ რასელთან ერთად (მოიგო თეატრის მსოფლიო ჯილდო), ასევე ითამაშა დეიზი მეის როლი Li'l Abner-ში (1956) და მოიგო ტონის ჯილდო, როგორც მიუზიკლში გამორჩეულმა მსახიობმა. მან ითამაშა როჯერსისა და ჰამერშტეინის კონკიაში 1957 წელს. ადამსს უნდა ეთამაშა დეიზი მეის როლი Li'l Abner-ის კინოვერსიაში, მაგრამ ვერ შეძლო მისი ქალიშვილის, მია სუზან კოვაქსის გვიან ჩამოსვლის გამო.[5]
მომდევნო წლებში ადამსი გამოდიოდა ტელევიზიო შოუებში, მათ შორის Fantasy Island, Love Boat, McMillan & Wife, Murder, She Wrote და Designing Women.
2003 წელს, როგორც ერთ-ერთი ვარსკვლავი კომედისა - ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო (1963), იგი შეუერთდა მსახიობებს მარვინ კაპლანს და სიდ კეისარს ფილმის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ის ასევე წარმატებული ღამის კლუბის ჰედლაინერი იყო.[6]
გარდაცვალება
რედაქტირებაადამსი გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 2008 წლის 15 ოქტომბერს კიბოთი და პნევმონიით, 81 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Thomas, Bob (February 15, 1960). „Edie Adams Explains Why She Does Satire Acting“. Reading Eagle. ციტირების თარიღი: November 7, 2010.
- ↑ Toomey, Elizabeth (August 22, 1956). „Dogpatch Queen Is Edith Adams“. Schenectady Gazette. ციტირების თარიღი: November 7, 2010.
- ↑ Wilson, Earl (March 13, 1956). „TV Lipstick Model Gets the Kiss-Off“. The Milwaukee Journal.
- ↑ „Edie Tossed Coin To Decide Career“. The Sumter Daily Item. February 6, 1970. ციტირების თარიღი: November 7, 2010.
- ↑ Thomas, Bob (February 15, 1960). „Edie Adams Explains Why She Does Satire Acting“. Reading Eagle. ციტირების თარიღი: November 7, 2010.
- ↑ Bunzel, Peter (April 5, 1963). Edie Wins A Big One.