ედიტ კაველი
ედიტ კაველი (ინგლ. Edith Cavell /ˈkævəl/) (დ. 4 დეკემბერი, 1865 — გ. 12 ოქტომბერი, 1915) — ბრიტანელი მედდა. ცნობილია იმით, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ის ორივე მხარის ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, დისკრიმინაციის გარეშე, და 200 მოკავშირე ჯარისკაცს დაეხმარა გერმანელთა მიერ ოკუპირებული ბელგიიდან გაქცევაში, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც. მას ბრალად სდებდნენ ღალატს და სიკვდილი მიუსაჯეს. მის დახვრეტას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიკვდილით დასჯის წინა ღამეს კაველმა თქვა რომ „პატრიოტიზმი საკმარისი არ არის, მე არ უნდა მქონდეს სიძულვილი ვინმეს მიმართ“, ეს სიტყვების შემდგომ მის მემორიალზე დაწერეს. ძლიერი ანგლიკანური რწმენა მას აიძულებდა, რომ არ გაჩერებულიყო იქამდე სანამ ყველას სიცოცხლეს არ გადარჩენდა. ინგლისის ეკლესია მას 12 ოქტომბერს წმინდანთა კალენდარში მოიხსენიებს. კაველი სიკვდილით დასჯის დროს 49 წლის იყო.
ედიტ კაველი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 დეკემბერი, 1865 |
გარდაცვალების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1915 (49 წლის) |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |