ედიტ ებოტი (დ. 27 სექტემბერი, 1876, გრანდ აილენდი, ნებრასკის შტატი, აშშ — გ. 27 ივლისი, 1957) — ამერიკელი სოციალური მუშაკი, პედაგოგი, ეკონომისტი. სწავლობდა ნებრასკას უნივერსიტეტში. 1905 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის წოდება, ჩიკაგოს უნივერსიტეტში. განათლების მიღება განაგრძო ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, სადაც მეცადინეობდა ბეატრისა ვებთან.

ედიტ ებოტი
მშობლიური სახელი Edith Abbott
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1876(1876-09-26)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი გრანდ-აილენდი
გარდ. თარიღი 28 ივლისი, 1957(1957-07-28)[1] [2] [3] (80 წლის)
გარდ. ადგილი გრანდ-აილენდი
სიკვდილის ვითარება ბუნებრივი მიზეზები
გარდაცვალების მიზეზი პნევმონია
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ეკონომისტი[4] , სტატისტიკოსი, სოციალური მუშაკი, მწერალი[5] , უნივერსიტეტის პროფესორი და მასწავლებელი[6]
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა[6] , სოციალური სამუშაო[6] და სტატისტიკა
დამსაქმებელი უელსლის კოლეჯი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ამერიკის სტატისტიკის ასოციაცია
ჯილდოები ამერიკის სტატისტიკის ასოციაციის წევრი
ალმა-მატერი ლონდონის ეკონომიკის სკოლა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, უელსლის კოლეჯი და Brownell-Talbot School

ეკონომიკურ თეორიას შეასწავლიდა უელესლის კოლეჯში. 1927 წელს გამოსცემდა ჟურნალს Social Service Review'.

1924-1942 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციალური მომსახურების დეპარტამენტის დეკანი. ის ასევე გახლდათ ჰარი ჰოპკინსის სპეციალური კონსულტანტი და ფრანკლინ დელანო რუზველტის მრჩეველი. აქტიურად იცავდა ღარიბთა უფლებებს და ცდილობდა სოციალური დახმარების პროგრამების გაუმჯობესებას.

ედიტ ებოტის და არის სოციალური მუშაკი და საზოგადო მოღვაწე გრეის ებოტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. Hammond C. H. A Biographical Dictionary of Women Economists — გვ. 1–8. — ISBN 1-85278-964-6
  5. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  6. 6.0 6.1 6.2 Czech National Authority Database