ედვარდ სურმანიძე
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღ
ედვარდ სურმანიძე (დ. 1 ნოემბერი, 1964, ქედა) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.
ედვარდ სურმანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ნოემბერი, 1964 |
დაბადების ადგილი | ქედა, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1988 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 1999 -2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ . 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედვარდ სურმანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ედვარდ სურმანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)