ედვარდ ბახი
ედვარდ ბახი (ინგლ. Edward Bach; დ. 24 სექტემბერი 1886 — გ. 27 ნოემბერი 1936) — ბრიტანელი ექიმი. მან აღმოაჩინა, განავითარა და ჩამოაყალიბა ბახის ყვავილებით თერაპია — მედიცინის ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი.
ედვარდ ბახი | |
---|---|
ინგლ. Edward Bach | |
დაბ. თარიღი | 24 სექტემბერი, 1886[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ბირმინგემი |
გარდ. თარიღი | 27 ნოემბერი, 1936[1] [2] [3] [4] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | დიდკოტი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ექიმი, მწერალი, homeopath, ფილოსოფოსი და bacteriologist[5] |
ალმა-მატერი | ბირმინგემის უნივერსიტეტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის ბაკალავრი, Bachelor of Surgery და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაედვარდ ბახი იზრდებოდა ბირმინგემში, სწავლობდა ლონდონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კოლეჯში. დიპლომი აიღო კემბრიჯში. ამ დროისთვის ედვარდ ბახს უკვე მიაჩნდა, რომ ავდმყოფობის სიმპტომატურ სურათზე უფრო მნიშვნელოვანი ავადმყოფის პერსონალურობაა.[6] იგი მუშაობდა საუნივერსიტეტო კოლეჯის ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილების ქირურგად და სამედიცინო ხელმძღვანელად. მოგვიანებით კი ბაქტერიოლოგიურ და იმუნოლოგიურ განყოფილებებში ასისტენტად. ამ პერიოდში ის მუშაობდა სხვადასხვა ნაწლავების ბაქტერიებისაგან ავტოვაქცინების შექმნაზე. მას ნაწლავი მიაჩნდა სხვადასხვა შხამების წყაროდ, რომლებიც სხეულისაგან აბსორბციის შემდეგ დაავადებების მიზეზი ხდებიან.[7]
მოზარდობაში უკვე შეასამჩნევი იყო მისი განსაკუთრებული სენსიტიურობა და კავშირი ბუნებასთან, მისი ინტუიცია და ასევე მცენარეებსა და ცხოვეელებზე დაკვირვების განსაკუთრებული უნარი. 17 წლის ასაკში (1903) მან დაიწყო მუშაობა მამამისის თითბერის საჩამოსხმო საამქროში და კარგად გაერკვა იქ გამეფებულ პროლეტარიატის სამუშაო პირობებსა და მათთან დაკავშირებულ სოციალურ-სამედიცინო პრობლემატიკაში. მას უპირველეს ყოვლისა აინტერესებდა შესაძლო ქრონიკული სხეულებრივი დაავადებების მშვინვიერი (ფსიქიკური) მიზეზები. 1906 მან დაიწყო თავისი სამედიცინო განათლება.[8]
1918 წელს ერთი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა მუშაობა ლონდონის ჰომეოპათიურ ჰოსპიტალში და თავისი ბაქტერიული ავტოვაქცინებიდან განავითარა ეგრეთ წოდებული ნოზოდები — ამ ნივთიერებათა ჰომეოპათიური განზავებები. 1920 წელს მან გახსნა სამედიცინო პრაქსისი ლონდონში.
1930 წელს მან დახურა პრაქსისი და თავი მიუძრვნა ფიტოთერაპიას. მან გაზაფხული და ზაფხული ახალი ბალახეული სამკურნალო საშუალებების ძიებასა და დამუშავებაში გაატარა. იმავე წლის ზამთარში ის უსასყიდლოდ მკურნალობდა პაციენტებს ბახის ყვავილების თერაპიით და დაიწყო მათი მოზიდვა. მისმა ასეთმა მოქმედებამ არ დაიმსახურა საექიმო უწყების მოწონება მაგრამ შეინარჩუნა ექიმობის უფლება.
მის ყველაზე ცნობილ წიგნში „უმკურნალე შენს თავს თავად“ (Heal Thyself) იგი წერდა: „ავადმყოფობა არასოდეს არ განიკურნება ან აღმოიფხვრება არსებული მატერიალისტური მეთოდებით, უბრალო მიზეზის გამო, რადგან ავადმყოფობა თავის არსში არაა მატერიალური […] ავადმყოფობა არსებითად არის შედეგი სამშვინველსა და განსჯას შორის კონფლიქტისა და არ აღმოიფხვრება გარდა სულიერი და მენტალური ძალისხმევისა.“
ედვარდ ბახი გარდაიცვალა 50 წლის ასაკში 1936 წლის 27 ნოემბერს გულის უკმარისობით. ბახის ყვავილებით თერაპიის ქმედითობა არ იქნა დადასტურებული კლინიკურ კვლევებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Babelio — 2007.
- ↑ 4.0 4.1 Who Named It?
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Bernhard Leary: The early work of Dr. Edward Bach. Br Homeopath J. 1999 Jan; 88(1):28–30.PMID 10228602
- ↑ Edward Bach, Charles Edwin Wheeler: Chronic Disease, A Working Hypothesis. Lewis, London 1925
- ↑ Sigrid Schmidt: Bach-Blüten für innere Harmonie. Gräfe und Unzer-Verlag, München 11991, 62010, ISBN 978-3-7742-6427-4, S. 6 f.