ედემი
ედემი, ედენი, ედემის ბაღი (ებრ. גַּן עֵדֶן, Gan Eden; არაბ. جنة عدن, Jannat ‘Adn) — ბიბლიურ წარმოდგენებში ფიზიკური სამოთხე დედამიწაზე.

ბიბლიური გადმოცემით ედემი მდებარეობდა ოთხი მდინარის სათავეში:
„ | 10. მდინარე მოედინება ედემის ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. 12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. 13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას. 14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. |
“ |
—დაბადება, თავი II, 10-14 |
მცხეთური ხელნაწერის მიხედვით ტექსტი გამოიყურება შემდეგნაირად:
„ | 10. ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.
11. სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ. 12. ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი. 13. და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა. 14. და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.. |
“ |
ბიბლიური ედემის მდინარეებთან და მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება.
მდინარე ფიშონი რედაქტირება
პლატონ იოსელიანის სიტყვებით ფიშონი იგივე კოლხეთის სამეფოს მდინარე — ფაზისია[1], რომელიც ძველებრაულში ოქროს აღმნიშვნელად გამოიყენებიდა[2]. კავკასიაში კი სახელწოდება ფაზისით ცნობილია არაერთი მდინარე მათ შორის არაქსის სათავე, რომლის ხეობას ქართულ მატიანეში ბასიანად მოიხსენებენ.
მდინარე გიხონი რედაქტირება
მდინარე გიხონი მცხეთურ ხელნაწერში წარმოდგენილია, როგორც ეთიოპიის მდინარე: „და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა“. თუმცაღა არსებობდა ორი ეთიოპია: პირველი ეს იყო აფრიკის კონტინენტზე არსებული ქვეყანა, ხოლო მეორე ეთიოპიად მოიხსენებდნენ — პონტოს სამეფოს ქვეყანას.
მდინარე ფერათი რედაქტირება
მდინარე ფერათი მცხეთურ ხელნაწერში წარმოდგენილია მდინარე ევფრატის სახელით.
მდინარე ხიდეკელი რედაქტირება
მდინარე ხიდეკელი მცხეთურ ხელნაწერში გაიგივებულია მდინარე ტიგროსთან.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑
- ↑