ედეის პირველი ბრძოლა
ედეას პირველი ბრძოლა | |||
---|---|---|---|
კამერუნის კამპანია, პირველი მსოფლიო ომის ნაწილი | |||
თარიღი | 1914 წლის 20-26 ოქტომბერი | ||
მდებარეობა | შედეგი მოკავშირეთა გამარჯვება | ||
შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ედეის პირველი ბრძოლა მოიცავდა ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდასხმას გერმანიის ძალებზე, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ სოფელ ედეაში პირველი მსოფლიო ომის კამერუნის კამპანიის დროს. მოკავშირე ძალებმა 20 ოქტომბერს დუალადან წინსვლა წამოიწყეს. დუალასა და ედეას შორის სამხრეთ სარკინიგზო ხაზის გასწვრივ მკაცრი წინააღმდეგობის შემდეგ, გერმანიის ძალები ქალაქიდან ჟაუნდში გაიყვანეს, რითაც მოკავშირეთა ჯარებს 1914 წლის 26 ოქტომბერს ედეას საბოლოოდ დაკავების საშუალება მისცეს.
წინაპირობა
რედაქტირებამას შემდეგ, რაც 1914 წლის სექტემბერში ბრიტანულმა და ფრანგულმა ძალებმა დაიპყრეს მთავარი საპორტო ქალაქი დუალა, გერმანული გარნიზონი დაეცა. გერმანელებმა უკან დაიხიეს. ერთი ჯგუფი გავიდა ჩრდილოეთ სარკინიგზო ხაზის გასწვრივ დშანგში, ხოლო მეორე ავიდა მდინარე ვურიზე ჯაბასისკენ. ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელშიც შედიოდა კამერუნის გუბერნატორი, კარლ ებერმაიერი და კომენდანტი, მაიორი ციმერმანი, გადავიდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხრეთ სარკინიგზო ხაზის გასწვრივ სოფელ ედეაში.[1] მათი უკანდახევის დროს გერმანიის ჯარებმა დააზიანა ან გაანადგურა რკინიგზის დიდი ნაწილი. გენერალი დობელი, ბრიტანეთის მეთაური დუალაში შიშობდა, რომ გერმანულ ძალებს, რომლებმაც უკან დაიხიეს, შეიძლებოდა საფრთხე შეექმნათ მისი ახალი შენაძენებისთვის, რამაც გამოიწვია თავდასხმები ჯაბასსა და ედეაზე, 1914 წლის ოქტომბერში.
ოქტომბრის დასაწყისში ჯაბასის ბრძოლაში გერმანიის დამარცხების შემდეგ, მდინარის გემები და ცოცხალი ძალა ხელმისაწვდომი გახდა ედეაზე თავდასხმისთვის, რომელიც მდებარეობდა მდინარე სანაგაზე, იაუნდეს სამხრეთ-აღმოსავლეთით.[1]
საფრანგეთის თავდასხმა იაპომას ხიდზე
რედაქტირებაედეაში უკან დახევის დროს გერმანულმა ძალამ დააზიანა სარკინიგზო ხიდი იაპომაში, რომელიც დუალას მახლობლად მდებარეობდა. მცირე ზომის გერმანული რაზმი დარჩა მდინარე დიბამბას შორეულ მხარეს დაზიანებულ ხიდთან, ხოლო ძალების უმეტესობამ უკან დაიხია ედეაში. იაპომას ქალაქთან სიახლოვის გამო ხიდის გერმანული კონტროლი განიხილებოდა, როგორც დიდი საფრთხე მოკავშირეთა დუალას ოკუპაციისთვის. 6 ოქტომბერს, ფრანგული ჯარი პოლკოვნიკ მაიერის მეთაურობით, ბრიტანეთის საზღვაო დაბომბვის დახმარებით შეიჭრა ამ პოზიციაზე.[2] ფრანგულმა ჯარებმა ხიდი გადაკვეთეს გერმანიის ძალების ძლიერი ცეცხლის ქვეშ. ნაწილობრივ დაზიანებული სარკინიგზო ხიდის დაცვით შესაძლებელი გახდა ედეისკენ გადაადგილება სამხრეთ-აღმოსავლეთით.[3]
თავდასხმა ედეაზე
რედაქტირებაიაპომა და ჯაბასი (იაბასი) უზრუნველყოფილი იყო, ამიტომ დობელმა წამოიწყო თავდასხმა ედეაზე. 20 ოქტომბერს მან წამოიწყო ექსპედიცია მდინარე ნჯონგზე სოფელ დეჰანში, რომელიც მდებარეობდა ედეას სამხრეთით. ჯუნგლებში გამავალი ბილიკი ორ დასახლებას აკავშირებდა. ბრიტანული ჯარი, რომელიც გაყვა ნჯონგს, 21 ოქტომბერს ჩავიდა დეჰანში და დაიწყო ლაშქრობა ჩრდილოეთით, ედეასკენ.[4]მეორე ბრიტანულმა კოლონამ მეთაურ ლ.ვ ბრაითვეითის მეთაურობით მდინარე სანაგაზე გადაინაცვლა. პოლკოვნიკ მაიერის ფრანგული ძალები აღმოსავლეთისკენ მიიწევდნენ სარკინიგზო ხაზის გასწვრივ იაპომადან.[5] ოპერაციის დასაწყისში, მაშინ,როდესაც მათი ნავი მდინარე ნჯონგზე გადატრიალდა ერთი ფრანგი და ორი ბრიტანელი ოფიცერი დაიღუპა. მდინარე სანაგას ფლოტს უჭირდა ნავიგაცია მრავალი ბუნებრივი დაბრკოლების გამო,თუნდაც როგორიცაა ქვიშის ზოლები.[6]
დეჰანედან ჩრდილოეთით მოძრავი დანაყოფები სანაგაზე არ განიცდიდნენ გერმანიის ძალების მნიშვნელოვან წინააღმდეგობას. ზიმერმანმა აირჩია ედეას დაცვაზე ფოკუსირება სამხრეთ სარკინიგზო ხაზზე. ფრანგული კოლონა მაიერის მეთაურობით, რომელიც იაპომადან სარკინიგზო ხაზის გასწვრივ აღმოსავლეთით გადავიდა, მთელი მათი წინსვლისას მძიმე წინააღმდეგობას წააწყდა და შედეგად მძიმე მსხვერპლი განიცადა.[5][6] მათ გააცნობიერეს, რომ იაპომას დანაყოფი აგრძელებდა წინსვლას, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა. გერმანულმა ძალებმა, გუბერნატორისა და კომენდანტის ჩათვლით, უკან დაიხიეს იაუნდეში, დაახლოებით 100 მილით აღმოსავლეთით.[7] 26 ოქტომბერს ბრიტანული და ფრანგული ძალები შევიდნენ ქალაქში და დაიკავეს ედეა.მათ ნახეს, რომ გერმანელები ნამდვილდ გაქცეულნი იყვნენ.[1][4]
შემდგომი
რედაქტირებაედეას აღების შემდეგ, მოკავშირეთა ჯარებმა შოტიდან 20 მილით გადაინაცვლეს კოპონგოში.[5] ედეის მეორე ბრძოლაში 1915 წლის იანვრის დასაწყისში, გერმანიის მცდელობა ედეის დასაბრუნებლად წარუმატებელი აღმოჩნდა .[8]
ჯაბასში და ახლა ედეაში მიღწეული წარმატების შემდეგ, ერთადერთი დარჩენილი გერმანული შენაერთი, რომელიც სექტემბერში გავიდა დუალადან, იყო ის, რომელიც ჩრდილოეთით გადავიდა დშანგის ციხესიმაგრისკენ. 1914 წლის დეკემბერში ბრიტანულმა ძალებმა პოლკოვნიკ ედმუნდ ჰ. ჟორჟის მეთაურობით დაიწყეს ლაშქრობა დშანგისკენ. 1915 წლის 2 იანვარს ჟიორჟის ძალებმა მიაღწიეს დშანგს. იქ დაიწყო გერმანიის ციხესიმაგრის დაბომბვა, რამაც აიძულა გარნიზონს, რომ დანებებულიყო. ბრიტანულმა ძალებმა გაანადგურეს ციხე. ამის შემდეგ ბარეს სარკინიგზო მაგისტრალზე უფრო უსაფრთხო საკომუნიკაციო ხაზებზე გადავიდნენ.[9][10]
სქოლიო
რედაქტირებაცნობები
რედაქტირება- Burg, David F., and L. Edward. Purcell. Almanac of World War I. Lexington, KY: University of Kentucky, 1998.
- Dane, Edmund. British Campaigns in Africa and the Pacific, 1914-1918,. London: Hodder and Stoughton, 1919.
- Germans in East and West Africa. Journal of the African Society 15 (1915): 1-10.
- O'Neill, Herbert C. The War in Africa and the Far East. London: London Longmans Green, 1918.
- Strachan, Hew. The First World War in Africa. Oxford University Press. 2004. ISBN 0-199-25728-0
- Dobell, Charles M. United Kingdom. War Office. Cameroons Campaign Army Despatch. 1 March 1916. Web.