ედგარ სავისაარი
ედგარ სავისაარი (ესტ. Edgar Savisaar; დ. 31 მაისი, 1950, ჰარიუმაა, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1990-1992 წლებში. ტალინის მერი 2007 წლიდან 2015 წლამდე.
ედგარ სავისაარი | |
ტალინის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აპრილი, 2007 – 30 სექტემბერი, 2015 | |
წინამორბედი | იური რატასი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მაისი, 1990 – 29 იანვარი, 1992 | |
პრეზიდენტი | ლენარტ მერი |
წინამორბედი | თანამდებობა აღსდგა |
მემკვიდრე | ტიიტ ვიაჰი |
დაბადებული | 31 მაისი, 1950 ჰარიუმაა, ესტონეთის სსრ |
პოლიტიკური პარტია | ცენტრისტული პარტია |
მეუღლე | განქორწინებულია |
შვილები | 4 |
დაიბადა ციხეში, სადაც დედამისი მარია იხდიდა 5-წლიან სასჯელს. მისი მშობლები დააპატიმრეს 1949 წელს. მათი დანაშაული იყო კოლექტივისათვის გადასაცემი საკუთარი ცხენის გაყიდვა. მამას მიუსაჯეს 15 წელი, ხოლო დედა 1950 წელს პატარა შვილთან ერთად დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს პილვამააში.
სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში. 1973 წელს მიიღო ისტორიკოსის დიპლომი. 1990 წელს დაინიშნა ესტონეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ხოლო 1991 წლის 20 აგვისტოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. თანამდებობიდან გადადგა 1992 წელს. 1992-1995 წლებში იყო რიიგიკოგუს ვიცე-სპიკერი. 2001-2004 წლებში ტალინის მერია. 2005-2007 წლებში კი ეკონომიკის მინისტრი. 2007 წლიდან 2015 წლამდე იყო ტალინის მერია.