ედგარ ლი მასტერზი (დ. 23 აგვისტო, 1869, კანზასის შტატი — გ. 5 მარტი, 1950, ფილადელფია) — ამერიკელი მწერალი, პოეტი და ბიოგრაფი. პირველი კრებული „ლექსების წიგნი“ გამოაქვეყნა 1898 წელს, 1902 წელს გამოაქვეყნა დრამა „მაქსიმილიანი“. ეკუთვნის ლექსების 10 კრებული, ავტობიოგრაფიული წიგნი „მდინარე სპუნის გადაღმა“ (1936), უოლტ უიტმენისა (1937) და მარკ ტვენის ბიოგრაფიები.

ლიტერატურა

რედაქტირება