ედგარ ვარეზი
ედგარ ვარეზი (დ. 22 დეკემბერი, 1885, პარიზი — 7 ნოემბერი, 1965, ნიუ-იორკი) — წარმოშობით ფრანგი ამერიკელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკომპოზიციას სწავლობდა პარიზში. 1908 წლიდან ბერლინში დირიჟორობდა მის მიერ ჩამოყალიბებულ სიმფონიურ გუნდს. 1915 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. 1926 წელს მონაწილეობდა კომპოზიტორთა პანამერიკული საზოგადოების დაარსებაში. იყო მუსიკალური ავანგარდიზმის წარმომადგენელი. გავლენა იქონია სხვა ავანგარდისტების შემოქმედებაზე. 1929 წლიდან იყო ელექტრონული მუსიკის მიმდევარი. მისი ნაწარმოებებია „იონიზაცია“ 41 დასარტყელი საკრავისა და 2 სირენისთვის (1932), „ელექტრონული პოემა“ (1958).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 301.