ეგზარქოსის ყოფილი რეზიდენცია

ეგზარქოსის ყოფილი რეზიდენცია — 1917-1923 წლებში და 1990 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია. კომპლექსი განლაგებულია ერეკლე მეორის მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში. გალავნის კედელი გამოდის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ახლანდელი შენობის აგება დაიწყო 1809 წელს მეფე როსტომის სასახლის ნანგრევებზე, მეფის რუსეთის წარმომადგენლის, საქართველოს მთავარმმართებლისთვის. შემდეგ აქ განთავსდა მართლმადიდებელი რუსული საეკლესიო მმართველობა - ეგზარქოსი და მისი სამსახურები. ნაგებობამ არაერთგზის განიცადა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია, თუმცა შემორჩენილ ფასადებზე ჯერ კიდევ შეიმჩნევა კლასიციზმის მოტივები. 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შენობა ჩამოართვა საქართველოს საპატრიარქოს და XX საუკუნის 80-იან წლებამდე აქ იყო განთავსებული სამოქალაქო მილიციის სამმართველო, შემდეგ საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტი. 1990 წელს კომპლექსი გადაეცა კათალიკოს-პატრიარქს რეზიდენციისა და რიგი საეკლესიო სამსახურების განსათავსებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება