ეგვიპტის უფლისწული

„ეგვიპტის უფლისწული“ (ინგლ. The Prince of Egypt) — 1998 წლის ანიმაციური ფილმი. გადაღებულია რეჟისორების საიმონ უელსის, ბრენდა ჩეპმენისა და სტივ ჰიკნერის მიერ. დამზადდა სტუდიაში DreamWorks Animation, ხოლო დისტრიბუტორია DreamWorks Pictures. სიუჟეტი ეფუძნება გამოსვლათა წიგნს (ბიბლია) და მოსეს ამბავს.

„ეგვიპტის უფლისწული“
რეჟისორი საიმონ უელსი, ბრენდა ჩეპმენი, სტივ ჰიკნერი
პროდიუსერი პენი ფინკელმენ კოქსი
სანდრა რებინსი
ჯეფრი კაცენბერგი (აღმ.)
ნაწარმოები წიგნი გამოსვლათა (ბიბლია)
კომპოზიტორი სტივენ შვარცი (სიმღერები)
ჰანს ციმერი (ორკესტრული მუსიკა)
სტუდია DreamWorks Animation
დისტრიბუტორი DreamWorks Pictures
პრემიერა
  • 18 დეკემბერი, 1998 (1998-12-18)
ხანგრძლივობა 99 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ბიუჯეტი $70 მილიონი[1]
შემოსავალი $218,613,188[1]

ოსკარის 71-ე დაჯილდოებაზე ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში სიმღერისათვის „When You Believe“, ხოლო ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.[2]

ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 1998 წლის 18 დეკემბერს და შემქმნელებს 218,613,188 აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Prince of Egypt (1998). Box Office Mojo.
  2. Academy Awards, USA: 1998. awardsdatabase.oscars.org.