ეგვიპტე-ოსმალეთის ომი (1831-1833)
ეგვიპტე-ოსმალეთის ომი | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1831-1833 | ||
მდებარეობა | ლევანტი, მცირე აზია | ||
Casus belli | მუჰამედ ალი-ფაშას პრეტენზია ლევანტზე | ||
შედეგი | ეგვიპტის ნაწილობრივი გამარჯვება: ქუთაჰიის ზავი | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
მუჰამედ ალი-ფაშას გადაეცა ლევანტი, კილიკია და კრეტა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
ეგვიპტე-ოსმალეთის ომი ან ეგვიპტე-ოსმალეთის პირველი ომი — ომი ოსმალეთის იმპერიასა და ოსმალურ ეგვიპტეს შორის.
წინაპირობები
რედაქტირებამუჰამედ ალის მმართველობის პერიოდში ეგვიპტე ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო ოსმალეთის იმპერიისაგან. ეგვიპტემ ოსმალეთის იმპერიას მხარი დაუჭირა ომში საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო მუჰამედ ალიმ ოსმალეთის სულთან მაჰმუდ II-ს სირია სთხოვა, მაგრამ სულთანმა შესთავაზა მას კრეტის გუბერნატორი გამხდარიყო. იცოდა, რომ ამ კუნძულზე წესრიგის შენარჩუნებას მისი ფინანსების გამოფიტვა მოჰყვებოდა, მუჰამედ ალიმ ეს წინადადება უარყო და სირიის დაკავება თავად გადაწყვიტა.
ომის მსვლელობა
რედაქტირება1831 წელს მუჰამედ ალის შვილი იბრაჰიმ-ფაშა სირიაში შეიჭრა არმიასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ეგვიპტის დატოვებამდე ქოლერისაგან დაკარგა 5000 ჯარსკაცი, იგი მაინც მიუახლოვდა სირიის სანაპიროს, აიღო ღაზა, იაფა, ხაიფა და ამავე წლის ნოემბერში ალყა შემოარტყა ქალაქ აკრას. ორი შეტევა წარუმატებელი გამოდგა. ქალაქის დასახმარებლად მოდიოდა ალეპოს მმართველი, ადმირალი ოსმან-ფაშა, მაგრამ იბრაჰიმ-ფაშა მოულოდნელად თავს დაესხა ოსმან-ფაშას, იგი გააქცია და მთელი თავისი ძალები შეკრიბა ქალაქ აკრასთან და იგი აიღო 1832 წლის 27 მაისს. დაიკავა დამასკო, ოსმალები დაამარცხა ჰომსში. დაიპყრო მთელი სირია. ეგვიპტიდან დამხმარე ძალები მიიღო და დეკემბრის შუა პერიოდში კონიასთან შეხვდა სერასქირ რეშიდ მეჰმედ-ფაშას. მიუხედავად ძალების სიმცირისა იბრაჰიმ-ფაშამ დაამარცხა ოსმალები და სერასქირი ტყვედ ჩაიგდო 9 ათას ჯარისკაცთან ერთად. დაიპყრო მთელი მცირე აზია და კონსტანტინოპოლს ექვსი დღის სავალზე მიუახლოვდა.
იბრაჰიმ-ფაშას შეეძლო აეღო კონსტანტინოპოლიც, ეგვიპტიდან რომ არ მოსვლოდა მუჰამედ ალი-ფაშას ბრძანება ბრძოლის შეწყვეტისა და დამხმარე ძალისათვის დალოდების შესახებ. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ოსმალების დასახმარებლად გააგზავნა ფლოტი ბოსფორის ექსპედიციის ფარგლებში. დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მოლაპარაკებები და 1833 წლის 4 მაისს ქუთაჰიის ზავის მიხედვით მუჰამედ ალი გახდა სირიისა და ადანის მმართველი. ივლისში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა ხელი მოაწერეს უნქიარ-ისქელესის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორმა სახელმწიფომ ერთმანეთს დახმარება აღუთქვა ომიანობის ჟამს.
ომის შედეგები
რედაქტირებადათმობებმა, რომელიც განხორციელდა მშვიდობის შენარჩუნების გამო, უკმაყოფილება გამოიწვია ორივე მოწინააღმდეგის ბანაკში. შედეგად, მუჰამედ ალიმ გადაწყვიტა ეგვიპტის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რამაც ეგვიპტე-ოსმალეთის მეორე ომი გამოიწვია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Кэролайн Финкель. История Османской империи. Видение Османа. — М.: АСТ, 2010. — ISBN 978-5-17-043651-4
- Египетско-турецкие конфликты. Большая Российская энциклопедия. Том 9. — М.: Большая Российская энциклопедия, 2007. — ISBN 978-5-85270-339-2
- Египетские кризисы დაარქივებული 2017-10-02 საიტზე Wayback Machine. . Дипломатический словарь. — М.: Государственное издательство политической литературы, 1948.
- Египетские кризисы 1831-33 и 1839-41 დაარქივებული 2017-10-02 საიტზე Wayback Machine. . Советская историческая энциклопедия. — М.: Государственное научное издательство «Советская энциклопедия», 1964.