ეგვიპტის დროშა

(გადამისამართდა გვერდიდან ეგვიპტეს დროშა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეგვიპტის დროშაეგვიპტის ერთ–ერთი სახელმწიფო სიმბოლო (გერბთან და ჰიმნთან ერთად), მოქმედებს 1984 წლის 4 ოქტომბრიდან.იგი შეიცავს ეგვიპტის ნაციონალურ ემბლემას - სალადინის არწივს, რომელიც მოთავსებულია ცენტრალურ თეთრ ზოლში. დროშა ასევე შეიცავს წითელ (დროშის ზემოთა ნაწილი) და შავ (დროშის ქვემოთა ნაწილი) ზოლებს. წითელი ფერი გაიგივებულია რევოლუციამდელ პერიოდთან, რომელმაც არმიის ოფიცრების ნაწილი მოიყვანა ქვეყნის სათავეში მეფე მეფე ფაროკის დამხობის შემდგომ. ეს იყო დრო, როდესაც ეგვიპტე იბრძოდა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ. თეთრი ფერი გამოსახავს 1952 წლის რევოლუციას, რომელმაც სისხლისღვრის გარეშე მოუღო ბოლო მონარქიას. შავი ფერი კი აღნიშნავს ეგვიპტელი ხალხის განთავისუფლებას მონარქიისა და ბრიტანული კოლონიალიზმიგან. ეს ფერები ასევე გვხვდება იემენის, სირიის და ერაყის დროშებზე. მათ შორის ეგვიფტის დროშა განსხვავდება მხოლოდ ცენტრალური ემბლემით.

ეგვიპტის დროშა
ეგვიპტე
მიღებულია 4 ოქტომბერი, 1984
პროპორცია 2:3
წინა დროშები

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დროშა

არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის დროშა

ეგვიპტის რესპუბლიკის დროშა

ეგვიპტის სამეფოს დროშა

ეგვიპტის სასულთნოს დროშა

ეგვიპტე თურქთა იმპერიაში მე-19 საუკუნეში

დროშის აღმართვის წესები

რედაქტირება

ეგვიპტის ნაციონალური დროშა აღმართულია ყველა სამთავრობო შენობაზე პარასკევობით, ოფიციალურ დასვენების დღეებში, ხალხის შეკრების ინაუგურაციის დროს და იმ შემთხვევებში, როდესაც მინისტრი ბრძანებს დროშის აღმართვას. დროშა ასევე აღმართულია საზღვრებზე, საკონსულოებსა და საელჩოებში ქვეყნის გარეთ, ასევე პრეზიდენტის ვიზიტის დროს მასპინძელ ქვეყანაში.

მუჰამედ ალის დინასტია (1805-1923)

რედაქტირება

იმისთვის რომ აღენიშნა დამოუკიდებლობა თურქული მმართველობიდან მუჰამედ ალიმ შემოიღო ახალი დროშა, რომელიც ძალზედ წააგავდა დროშას თურქების მმართველობის დროს, ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ მუჰამედ ალიმ დროშაზე ერთის მაგივრად სამი ნახევარმთვარე და სამი ვარსკვლავი გამოსახა, რას აღნიშნავდა მისი არმიის გამარჯვებას 3 კონტინენტზე (აფრიკა, აზია და ევროპა).

ურაბის რევოლუციის შემდეგ 1882 წელს, ბრიტანელმა სამხედროებმა დაიპყრეს ეგვიპტე. ამან გამოიწვია 1919 წლის რევოლუცია, რომლის დროსაც ფრიალებდა როგორც წითელი მუჰამედ ალის დროშა, ასევე მწვანე დროშა, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი (იმის საჩვენებლად რომ ქრისტიანებიც და მუსლიმებიც წინააღმდეგნი იყვნენ ბრიტანული მმართველობისა).

ეგვიპტის სამეფო (1922-1952)

რედაქტირება

მას შემდეგ რაც 1922 წელს ბრიტანელებმა ფორმალობისთვის აღიარეს ეგვიპტის დამოუკიდებლობა, 1923 წელს ეგვიპტელებმა შემოიღეს დროშა, რომელზეც გამოსახული იყო თეთრი ნახევარმთვარე და სამი თეთრი ვარსკვლავი მწვანე ფონზე. თეთრი ვარსკვლავები აღნიშნავდნენ ქვეყანაში მცხოვრებ სამი რელიგიის მიმდევრებს: მუსლიმებს, ქრისტიანებს და იუდაველბს.

ეგვიპტის რესპუბლიკა (1952-1958)

რედაქტირება

თავიდან 1952 წლის რევოლუციის შემდეგ რესპუბლიკა ინარჩუნებდა ძველ მწვანე დროშას ნახევარმთვარითა და სამი ვარსკვლავით, ხოლო შემდეგ იგი შეიცვალა წითელ-თეთრ-შავი ჰორიზონტალურზოლიან დროშით, რომელზეც გამოსახული იყო სალადინის არწივი, რომლის ფარზეც გამოსახული იყო თეთრი ნახევარმთვარე და სამი ვარკვლავი მწვანე ფონზე.

ეგვიპტე როგორც გაერთიანებული არაბთა რესპუბლიკა (1958-1972)

რედაქტირება

1958 წელს სირიისა და ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ გაერთიანებულ არაბთა რესპუბლიკაში. დროშაზე კი მხოლოდ არწივი შეცვალეს ორი ვარსკვალვით. მიუხედავად ამ წარმონაქმნის დაშლისა 1961 წელს, ეგვიპტე ამ დროშას იყენებდა 1972 წლის პირველ იანვრამდე.

ეგვიპტის რესპუბლიკა (1972-1984)

რედაქტირება

1972 წელს, როდესაც ეგვიპტე შეუერთდა არაბული რესპუბლიკების ფედერაციას, კანონის თანახმად შეიცვალა დროშაც. ვარსკვლავები შეცვლილი იქნა ოქროს შევარდნით, რომელსაც ბრჭყალებში ეპყრა ლენტი, რომელზეც ეწერა არაბული სახელი რესპუბლიკისა. 1984 წელს ოქროს შევარდენი კვლავ სალადინის არწივით შეიცვალა, ამასთან ერთად დროშაზე მკვეთრად გააღიავეს წითელი ფერი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეგვიპტის_დროშა“-დან