ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ებრუ შაჰინი (დ. 18 მაისი, 1994, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი და მოდელი. ცნობილია რეიან შადოღლუს როლის შესრულებით ATV-ის ტელესერიალში, „Hercai“.

ებრუ შაჰინი
დაბადების სახელი ებრუ შაჰინი
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1994
სტამბოლი, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2016–დღემდე
მეუღლე(ები) ჯედი ოსმანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ებრუ შაჰინი დაიბადა თურქეთში ქალაქ სტამბოლში. სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში, დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი. ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად. 11 წლის ასაკში კი სპორტით დაკავდა და მონაწილეობა მიიღო არაერთ მარათონში.

შაჰინი არის სტამბოლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ კი გადაწყვიტა სამსახიობო გაკვეთილების გავლაც[1]. მისი დებიუტი კინოში შედგა 2016 წელს ფილმში „Kan Parası“. ებრუ შაჰინის სატელევიზიო დებიუტი შედგა 2017 წელს მეორეხარისხოვანი როლით სერიალში „Savaşçı“.

2017-2018 წლებში ასახიერებდა ადვოკატ Burcu Selimer-ის როლს სერიალში „İstanbullu Gelin“.

2018 წელს აქტიურად თანამშრომლობდა კომპანია „Pantene“-თან, თმის მოვლის ამერიკულ კომპანიასთან. 2018 წელს მან ასევე ითამაშა სერიალ „Yasak Elma“-ის პირველი სეზონის 10 ეპიზოდში.

2019 წლის დასაწყისში იგი მიდიატში გაემგზავრა დრამატული სერიალში „თავქარიანი“ გადასაღებად, რომელიც ATV-ზე გადის 2019 წლის გაზაფხულიდან. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთ და მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა [2].

2019 წელს, მიდიატის კულტურისა და ხელოვნების მე-2 საერთაშორისო ფესტივალის გახსნისას, რომელიც ორგანიზებული იყო მიდიატის რაიონის მთავრობისა და მიდიატის მუნიციპალიტეტის მიერ და მხარს უჭერდა ასევე თურქეთის კულტურის სამინისტრო, ებრუ დაინიშნა კულტურისა და ხელოვნების ელჩად მიდიატში, სადაც მიმდინარეობდა სერიალის გადაღება.

2019 წელს მიენიჭა წლის საუკეთესო თურქი მსახიობი ქალის წოდება.

2020 წელს საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის მიენიჭა „ოქროს პეპლის“ პრემია.[3].

2020 წლის ივლისში დაიწყო ურთიერთობა თურქ პროფესიონალ კალათბურთელ, კლივლენ კავალიერსის მოთამაშესთან ჯედი ოსმანთან.

2022 წლის ივლისში ებრუ დაქორწინდა თურქ პროფესიონალ კალათბურთელზე, ჯედი ოსმანზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
ტელესერიალები
წელი სახელწოდება როლი ხარისხი
2017 მეომარი დიდემი დამხმარე როლი
2017–2018 სტამბოლელი პატარძალი ბურჯუ დამხმარე როლი
2018 აკრძალული ვაშლი ჰირა დამხმარე როლი
2019–2021 თავქარიანი რეიან შადოღლუ მთავარი როლი
2022 ლეგენდა აქიზი მთავარი როლი
2023 ასი წლის სასწაული ჰარიქა მთავარი როლი
2024 საიდუმლო ბაღი ნაზლი ორმანი მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ebru Şahin kimdir? Hercai dizisinin Reyyan’ı Ebru Şahin’in hayatı… (3 August 2019). ციტირების თარიღი: 6 July 2020.
  2. Рецензия на турецкий сериал "Ветреный". ციტირების თარიღი: 2020-07-03.
  3. „46. Pantene Altın Kelebek Ödülleri sahiplerini buldu“. Hürriyet. 5 July 2020. ციტირების თარიღი: 6 July 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ებრუ_შაჰინი“-დან