ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰებრაიკუმი (examen hebraicum) ეწოდება გამოცდას ებრაულ ენაში. გამოცდაზე ჩამბარებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ შესწევს უნარი გაიგოს ძველი აღთქმის ებრაულად შესრულებული ტექსტები.

ჰებრაიკუმი, ისევე როგორც გრეკუმი, ან ლატინუმი წარმოადგენს გამოცდის ერთ-ერთ ტიპს, რომლის წარმატებით ჩაბარების გარეშე წარმოუდგენელია ევროპის მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება თეოლოგიის, ძველი და ახალი ფილოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით.

ცნობა ამ ენაში გამოცდის ჩაბარების შესახებ წარმოადგენს მთავარ წინაპირობას რომელიმე სემინარში მონაწილეობის უფლების მისაღებად. თეოლოგიის, სიძველეთმცოდნეობის და ძველი ფილოლოგიისა და არქეოლოგიის ნაყოფიერი სწავლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ამ ენის საფუძვლების ელემენტარული ცოდნა მაინც.

საუნივერსიტეტო ჰებრაიკუმი

რედაქტირება

ჰებრაიკუმის ჩაბარება უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო საქმეა. გამოცდას იბარებს შესაბამისი ფაკულტეტის საგამოცდო კომისია და იგი შედგება კლაუზურისაგან, რომელშიც სტუდენტს მოეთხოვება ათპწკარიანი ტექსტის თარგმნა.

საეკლესიო ჰებრაიკუმი

რედაქტირება

საეკლესიო ჰებრაიკუმი არის საუნივერსიტეტო გამოცდა რომლის მიხედვითაც მტკიცდება ძველი აღთქმის ებრაულ ენაზე წაკითხვისა და გაგების უნარი.

საეკლესიო ჰებრაიკუმის ჩაბარება შეიძლება თეოლოგიური ფაკულტეტის სემინარ ამბროზიანუმზე ბადენ-ვიურტემბერგში. საეკლესიო ჰებრაიკუმს სცნობენ კათოლიკურ-თეოლოგიურ ფაკულტეტებსა და ზოგიერთ ევანგელისტურ-თეოლოგიურ ფაკულტეტზე.

ჰებრაიკუმის გამოცდას სახელმწიფო გამოცდის სტატუსი აქვს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება