ებონიტი
ებონიტი (ძვ. ბერძნ. ἔβενος [ebenos] — „შავი ხე“) — მუქი რუხი ან შავი ფერის, ელასტიურობადაკარგული მყარი რეზინის ნაირსახეობა, რომელიც მიიღება გოგირდით ბუნებრივი ან სინთეზური კაუჩუკის ვულკანიზაციის შედეგად. ბმული გოგირდის შემცველობა ებონიტში 32%-ია. ქიმიურად მედეგია, გამოირჩევა კარგი დიელექტრიკული მაჩვენებლებით. იყენებენ ელექტრო- და რადიო-ტექნიკურ, საავიაციო და ქიმურ მრეწველობაში.
მიღება
რედაქტირებაებონიტის მიღება რეზინის ანალოგიურია, გასხვავება მხოლოდ კომპონენტების პროპორციებისა და ზოგიერთი კომპონენტების დაუმატებლობაშია. ებონიტი წარმოადგენს ნატურალურ ან სინთეტიკურ კაუჩუკს, რომელმაც გოგირდთან შერევის შემდეგ გაიარა ვუკანიზაციის პროცესი.
კაუჩუკი, გაცხელებისა და გოგირდთან შერევის შედეგად ხდება მყარი. მის შემადგენლობაში ფერის მისაცემად შეიძლება დამატებულ იქნას საღებავები. მაგალითად შავი ებონიტის მისაღებად კაუჩუკსა და გოგირდს უმატებენ 5% ჭვარტლს. ებონიტი რეზინისაგან განსხვავებით მყარია იმის გამო, რომ შეიცავს 30%-ს და მეტ გოგირდს კაუჩუკთან მიმართებაში. არსებობს ებონიტის ისეთი სახეობები, რომლებშიც კაუჩუკისა და გოგირდის შემცველობა თანაბარია.
ძირითადი მახასიათებლებია
რედაქტირება- აგრესიულ სითხეების მიმართ მაღალი მედეგობა;
- მეტალებისმიმართ კარგი ადგეზია;
- ადვილი დასამუშავებლად;
- არაჰიგროსკოპულობა;
- გაზმედეგობა;
ებონიტი დაბალ ტემპერატურებზე კარგავს თავის ძლიერ თვისებებს და ხდება საკმაოდ მყიფე და მსხვრევადი.
ებონიტი +55°C ტემპერატურაზე ზევით, ხდება ძლიერელასტიური. ებონიტის სიმკვრივე მერყეობს 1,15 – 1,68 გ/სმ³, ამიტომ მას ხშირად ცვლიან პლასტმასის ნაკეთობებით.
ებონიტის დიელექტრიკული შეღწევადობა შეესაბამება 2,82-ს, რაც მას მიმზიდველს ხდის სხვადასხვა დარგებში. აღსანინავია, რომ ებონიტის სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი –50°-დან +60°C-მდე მერყეობს. ებონიტი +300°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე თავისუფლად ზავდება პარაფინში. ის ასევე იწოვს სხვადასხვა ნავთობპროდუქტებს.
ებონიტის საიზოლაციო თვისებები საკკმაოდ მცირდება მაღალი განათების დროს, რომლის დროსაც ის იკიდებს მომწვანო ფერის ჟანგს. +70-80°C ტემპერატურაზე ებონიტი თავის დრეკადულ თვისებებს კარგავს, თუმცა გაცივებისთანავე კვლავ მყარდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 666.