ტიმოლეონ დ’ეპინე
ტიმოლეონ დ’ეპინე, მარკიზი დე სენ-ლიუკი (ფრანგ. Timoléon d'Espinay, marquis de Saint Luc; დ. 1580 — გ. 1644, ბორდო) — ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი და სამეფო ორდენის რაინდი.
ტიმოლეონ დ’ეპინე | |
---|---|
ტიმოლეონ დ’ეპინე | |
ეროვნება | ფრანგი |
დაბადების თარიღი | 1580 |
გარდაცვალების თარიღი | 12 სექტემბერი 1644 |
გარდაცვალების ადგილი | ბორდო |
წოდება | საფრანგეთის მარშალი |
ბრძოლები/ომები | საფრანგეთის რელიგიური ომები |
ჯილდოები | სულისწმინდის ორდენის კავალერი, სენმიშელის ორდენის რაინდი და საფრანგეთის მარშალი |
ტიმოლეონ დ’ეპინე იყო საფრანგეთის არტილერიის გრან-მეტრის ფრანსუა დ’ეპინე, სენიორ დე სენ-ლიუკის და მისი მეუღლის ჟანა დე კოსეს, მარშალ შარლ I დე კოსე, გრაფ დე ბრისაკის ასულის უფროსი ვაჟი.
1603 წელს იგი ჰერცოგ დე სიუის ახლდა დიპლომატიურ კორპუსში ლონდონში. 1622 წელს როგორც საფრანგეთის ვიცე-ადმირალმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლა-როშელის დამცველებზე და აიძულა ჰუგენოტების მეთაური ბენჟამენ დე როჰანი, ბარონი დე სუბისი დაეტოვებინა კუნძულები რე და ოლერონი.
1627 წელს ტიმოლეონ დ’ეპინე გიენის პროვინციის გენერალ-შტატჰალტერად დაინიშნა და საფრანგეთის მარშლის წოდება მიენიჭა. 1644 წელს იგი ქალაქ ბორდოში გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს „ორლეანის კაპელაში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chronologie historique-militaire. T. II. — P.: Claud Herissant, 1760, pp. 474–476
- Courcelles. Dictionnaire historique et biographique des généraux Francais depuis le onzième siècle jusqu'en 1820. T. V. — P., 1822, pp. 454–455
- Dictionnaire de la noblesse. T. VII. — P.: Schlesinger frères, 1865, col. 110