დჰანბადი (ჰინ. धनबाद; ბენგ. ধনবাদ) — ქალაქი ინდოეთში, ჯარხანდის შტატში. ზედმეტსახელად ხშირად მას ინდოეთის ნახშირის დედაქალაქსაც უწოდებენ. წარმოადგენს მსოფლიოში 96-ე[1] ყველაზე სწრაფადმზარდ ქალაქს.[2] 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ინდოეთის იმ 53 ქალაქს შორის, რომელთა მოსახლეობაც 1 მლნ-ს აღემატება, იგი 42-ე ადგილზეა. შემოსავლების მხრივ, დჰანბადის რკინიგზა მეორე ადგილზეა ინდოეთში მუმბაის რკინიგზის შემდეგ.

ქალაქი
დჰანბადი
ჰინ. धनबाद
ბენგ. ধনবাদ
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ჯარხანდი
კოორდინატები 23°48′00″ ჩ. გ. 86°27′00″ ა. გ. / 23.80000° ჩ. გ. 86.45000° ა. გ. / 23.80000; 86.45000
ფართობი 577 კმ²
ცენტრის სიმაღლე 222
მოსახლეობა 1 195 298 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91326-XXXX XXXX
საფოსტო ინდექსი 826001
ოფიციალური საიტი dhanbad.nic.in
დჰანბადი — ინდოეთი
დჰანბადი

დჰანბადი ცნობილია ქვანახშირის მოპოვებით. ფუნქციონირებს ამ მიმართულების რამდენიმე მსხვილი კომპანია.

ქალაქი ზღვის დონიდან 227 მეტრზეა გაშენებული. მისი გეოგრაფიული სიგრძე 24 კმ-ია, სიგანე კი 16 კმ. კლიმატი გარდამავალია ნოტიო სუბტროპიკულიდან ტროპიკულ ტენიან და მშრალში. ტემპერატურის პიკმა ზაფხულში შესაძლოა 47 °C-ს მიაღწიოს. ზამთარში მინიმალური ტემპერატურა 12 °C ეცემა, მაქსიმალური კი 22 °C-ია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება