დუძიანიანის საირიგაციო სისტემა

დუძიანიანის საირიგაციო სისტემა (ჩინ.: 都江堰) — საირიგაციო ინფრასტრუქტურა ჩინეთში, მდინარე მინზე, რომელიც ძვ. წ. 256 წელს, ცინის სამეფოს დროს აშენდა. ამჟამად მდებარეობს სიჩუანის პროვინციის ტერიტორიაზე.

დუძიანიანის საირიგაციო სისტემა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 31°06′00″ ჩ. გ. 103°36′19″ ა. გ. / 31.10000° ჩ. გ. 103.60528° ა. გ. / 31.10000; 103.60528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1001
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1001
ინგლ.რუს.ფრ.

საირიგაციო სისტემა დღესაც გამოიყენება და ის 5 300 კმ² ტერიტორიას რწყავს. დუძიანიანის სისტემა ჯენგუოსა და ლინციუს არხებთან ერთად ცინის დინასტიის „სამ უდიდეს ჰიდრავლიკურ საინჟინრო პროექტს წარმოადგენს".

კაშხლების სერიის წყალობით, მინის წყალი გადადის არხში, რომელიც ჩენდუს ვაკისკენ მიემართება. არხის მშენებლობა მთის გაჭრას მოითხოვდა, რაც იმ დროისთვის დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჩინელებმა შედარებით მარტივ გამოსავალს მიაგნეს — კლდის გაცხელებისა და გაციების წყალობით, მათ მისი დაშლა გაუადვილდათ.

2000 წელს, იუნესკომ დუძიანიანის საირიგაციო სისტემა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სისტემა მნიშვნელოვნად დააზიანა 2008 წლის მიწისძვრამ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
სისტემის შიდა დინების პანორამა